სიახლეები

U21: ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიაში გაემგზავრა

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს გამთენიისას შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც 18 ნოემბერს ლუგანოში ევროპის 2011 წლის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს მასპინძელთა ნაკრებთან გამართავს. ქართული დელეგაცია შვეცარიაში სტამბოლი-მილანის რეისით წავიდა. იტალიაში ჩასული ნაკრები კი ლუგანომდე დარჩენილ 60 კილომეტრიან გზას ავტობუსით გააგრძელებს.

ლუგანოში ნაკრებს ფრანგული "ლე მანის" მცველი ამირან სანაია შეუერთდება, რომელმაც ირლანდიელებთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ოთარ გაბელიას ჯგუფის ლიდერებთან გიორგი ხიდეშელის იმედიც ექნება, "ზესტაფონის" მცველს სანაიას მსგავსად დისკვალიფიკაცია ჰქონდა და ბოლო შეხვედრა ამიტომაც ვერ ითამაშა.გაბელიამ გუნდში სხვა ცვლილებებიც მოახდინა, მცველი ლაშა თოთაძე თბილისში დატოვა, ირლანდიელებთან 18 კაციან განაცხადს მიღმა დარჩენილი ლევან კუტალია კი, რომელიც ბოსნიურ "სლავიაში" თამაშობს ლუგანოში წაიყვანა. ცხადაია, ნაკრებს ვერ დაეხმარება ჯანო ანანიძე, ვინც ირლანდიასთან ბოლო წუთებზე დასანანი ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ჯანოსთვის მეორე გაფრთხილება გახლდათ, ამიტომ მატჩის გამოტოვება მოუწევს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი”), რევაზ თევდორაძე ("გაგრა”)მცველები: ამირან სანაია ("ლე მანი” საფრანგეთი), გულვერდ თომაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ლევან კაკუბავა (ყველა - "დინამო” თბილისი), გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი”), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია”), გიორგი ხატიაშვილი ("ლოკომოტივი” თბილისი)ნახევარმცველები: ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია”), თემურ შონია ("სპარტაკი” ცხინვალი), ლევან კუტალია ("სლავია” ბოსნია), ვაჟა ნემსაძე ("დინამო” თბილისი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გაგრა”) მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი”)თავდამსხმელები: გიორგი ივანიშვილი ("ვოლენი” შვეიცარია), ვახტანგ კვარაცხელია ("ვიტ ჯორჯია”), გიორგი გაბედავა ("გაგრა”), გიორგი ჭედია ("ოლიმპი”).მთავარი მწვრთნელი: ოთარ გაბელია

სატურნირო ვითარება

შვეიცარია 6 4 1 1 13-6 13

თურქეთი 5 3 0 2 10-9 9

ესტონეთი 5 2 2 1 6-6 8

საქართველო 4 1 2 1 6-4 5

ირლანდია 5 0 4 1 4-7 4

სომხეთი 5 0 1 4 5-12 1



ესტონეთი - საქართველო 2:0

საქართველო - თურქეთი 4:0

ირლანდია - საქართველო 1:1

საქართველო - ირლანდია 1:1

დარჩენილი თამაშები

18 ნოემბერი შვეიცარია - საქართველო

3 მარტი საქართველო - ესტონეთი

30 მაისი საქართველო - შვეიცარია

11 აგვისტო სომხეთი - საქართველო

4 სექტემბერი თურქეთი - საქართველო

7 სექტემბერი საქართველო - სომხეთი