სიახლეები

ევრო 2011: შესარჩევი ტურნირი საქართველო-თურქეთი

გაუზიარე

9 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე შეხვედრაში ზესტაფონში თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს.



ამ თამაშს ესპანელი მსაჯები მოემსახურებიან: მთავარი მსაჯი ანტონიო რუბინოს პერესი, ასისტენტები რობერტო ალფონსო ფერნანდესი და მარკოს ალვარეს მორენო, მეოთხე მსაჯი - ხოსე ლუის პარადას მორენო.



მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას სლოვაკი ლადისლავ გადოში შეასრულებს, მატჩის დელეგატი კი ბერძენი ემანუილ მავროკუკულაკისი იქნება.