სიახლეები

ევრო 2011. შესარჩევი ტურნირი საქართველოს ნაკრები

გაუზიარე

5 და 9 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველ ორ შეხვედრას ჩაატარებს: ოთარ გაბელიას გუნდი ჯერ ესტონეთს ტალინში გაეჯიბრება, შემდეგ კი ზესტაფონში თურქებს უმასპინძლებს.



ოთარ გაბელიამ დღეს ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ოფიციალური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობაში მოემზადებიან:



მეკარეები: რევაზ თევდორაძე (”გაგრა”), როინ კვასხვაძე (”ზესტაფონი”)

მცველები: გიორგი ხიდეშელი (”ზესტაფონი”), ლევან კაკუბავა (თბილისის ”დინამო”), გიორგი რეხვიაშვილი (რუსთავის ”ოლიმპი”), გულვერდ თომაშვილი (თბილისის ”დინამო”), გიორგი ხატიაშვილი (თბილისის ”ლოკომოტივი”), ლაშა თოთაძე (”გაგრა”), დავით ხურცილავა (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (”ზესტაფონი”), ლევან კუტალია (სარაევოს ”სლავია”, ბოსნია), თემურ შონია (ცხინვალის ”სპარტაკი”), გიორგი გუგავა (არმილიას ”არსენასი”, ესპანეთი), გიორგი ჯანელიძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), ირაკლი კლიმიაშვილი (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), ალექსი ბენაშვილი (”ზესტაფონი”), გიორგი მაისურაძე (ცხინვალის ”სპარტაკი”)

თავდამსხმელები: გიორგი ივანიშვილი (”ვოლენი”, შვეიცარია), გიორგი ჭედია (რუსთავის ”ოლიმპი”)



1 და 2 სექტემბერს ოთარ გაბელიას გუნდი საგურამოში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში 10.30 და 17 საათზე ორჯერ ივარჯიშებს, ესტონეთში კი ნაკრები 3 სექტემბერს, გამთენიისას გაემგზავრება.