სიახლეები

U21: შვეიცარიელები ახალგაზრდულ ნაკრებს ერენ დერდიო

გაუზიარე

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლუგანოში შვეიცარიელ თანატოლებს გაეჯიბრება. ევროპის 2011 წლის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს ქართველი ფეხბურთელები ჯგუფის ლიდერთან გამართავენ. საქართველოს ნაკრების მეტოქემ ბოლო მატჩი თურქეთში მოიგო და დღევანდელ მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება. ირლანდიასთან ნათამაშები 1:1-ის მერე კი ოთარ გაბელიას გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს და მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს.ნაკრებს, ტრავმის გამო ლევან ყენია ვერ დაეხმარება, ჯანო ანანიძემ კი ირლანდიასთან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და პრინციპულ დაპირისპირებას ისიც ტოვებს.სამაგიეროდ, დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრებს გიორგი ხიდეშელი და ამირან სანაია დაუბრუნდნენ. რამდენიმე ფეხბურთელი შვეიცარიელთა თავკაც პიერლუიჯი ტამისაც გამოაკლდა, ერთ-ერთი თურქების კარში ორი გოლის გამტანი ვალენტინ სტოკერია, თუმცა ტამმა შევსებაც შესაშური მიიღო, სხვებთან ერთად ნაკრებს "ლევერკუზენის" თავდამსხმელი ერენ დერდიოკი დაეხმარება, რომელსაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი აქვს გატანილი.ნაკრებმა დღეს უკვე ივარჯიშა, საბედნიეროდ ტრამვა არავის აწუხებს და ბიჭები ჯანზე არიან. მატჩი კი, რომელსაც ბოსნიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი”), რევაზ თევდორაძე ("გაგრა”)მცველები: ამირან სანაია ("ლე მანი” საფრანგეთი), გულვერდ თომაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ლევან კაკუბავა (ყველა - "დინამო” თბილისი), გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი”), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია”), გიორგი ხატიაშვილი ("ლოკომოტივი” თბილისი)ნახევარმცველები: ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია”), თემურ შონია ("სპარტაკი” ცხინვალი), ლევან კუტალია ("სლავია” ბოსნია), ვაჟა ნემსაძე ("დინამო” თბილისი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გაგრა”) მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი”)თავდამსხმელები: გიორგი ივანიშვილი ("ვოლენი” შვეიცარია), ვახტანგ კვარაცხელია ("ვიტ ჯორჯია”), გიორგი გაბედავა ("გაგრა”), გიორგი ჭედია ("ოლიმპი”).

მთავარი მწვრთნელი: ოთარ გაბელია

სატურნირო ვითარება

შვეიცარია 6 4 1 1 13-6 13

თურქეთი 5 3 0 2 10-9 9

ესტონეთი 5 2 2 1 6-6 8

საქართველო 4 1 2 1 6-4 5

ირლანდია 5 0 4 1 4-7 4

სომხეთი 5 0 1 4 5-12 1

ესტონეთი - საქართველო 2:0

საქართველო - თურქეთი 4:0

ირლანდია - საქართველო 1:1

საქართველო - ირლანდია 1:1

დარჩენილი თამაშები

18 ნოემბერი შვეიცარია - საქართველო

3 მარტი საქართველო - ესტონეთი

30 მაისი საქართველო - შვეიცარია

11 აგვისტო სომხეთი - საქართველო

4 სექტემბერი თურქეთი - საქართველო

7 სექტემბერი საქართველო - სომხეთი

3 მარტი საქართველო - ესტონეთი

30 მაისი საქართველო - შვეიცარია

11 აგვისტო სომხეთი - საქართველო

4 სექტემბერი თურქეთი - საქართველო

7 სექტემბერი საქართველო - სომხეთი