სიახლეები

ამხანაგური მატჩი კვიპროსი 1:1 საქართველო

გაუზიარე

გუშინ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში, ”JMW სთედიუმზე” მასპინძელთა 21-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ფრედ 1:1 ითამაშა.



ეს იყო კახა ცხადაძის დებიუტი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.



მასპინძლები პენალტის წყალობით დაწინაურდნენ: 48-ე წუთზე კვიპროსელმა არბიტრმა გულვერდ თომაშვილი კოლოვკიდისთან ორთაბრძოლისას წესების დარღვევაში დაადანაშაულა და თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა. ”დაზარალებულმა” შანსი ხელიდან არ გაუშვა - 1:0.



10 წუთში კახა ცხადაძის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო: ირაკლი ხუციძის აქტიური თამაშის შემდეგ ბესიკ ჩიმაკაძემ იმარჯვა - 1:1.



საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო მატჩს 1 აპრილს, რუსთავში ჩაატარებს - ჩვენი გუნდი ბელარუსის 21-წლამდელთა ნაკრებს გაეჯიბრება.



* * *



ამხანაგური მატჩი. 27 მარტი, 2009. კვიპროსი, ”JMW სთედიუმი”. 300

კვიპროსი 1:1 საქართველო

გოლები: 1:0 კოლოვკიდისი (48, პენ), 1:1 ბ.ჩიმაკაძე (58)

კვიპროსი: კისასი, პანაიოტუ, ეფტიმიუ (დრაკოსი 77), პელენტრიტისი (კასტანასი 87), ციალკისი, კაცისი (კალისი 82), მარკოუ (ალკივიადისი 67), ქსენოფონტოსი, ზარნასი, ტოფა (სტავრუ 46), კოლოვკიდისი (სერაპონტოსი 72, კირიაკუ 88)

მწვრთნელი: ანდროს კულუმბრისი

საქართველო: რ.კვასხვაძე, გ.თომაშვილი, ლ.თოთაძე, გ.ხიდეშელი, ა.სანაია, გ.განუგრავა (გ.ცხადაია 73), ა.ბენაშვილი (ი.ძარია 83), მ.დაუშვილი, გ.გაბედავა (ი.ხუციძე 46), ი.კლიმიაშვილი, ბ.ჩიმაკაძე (ვ.კვარაცხელია 67)

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გაფრთხილება: გ.განუგრავა, ციალკისი

მსაჯი: ქ.ილია (კვიპროსი)