სიახლეები

საქართველოს ნაკრები საწვრთნელი შეკრება ტექნიკურ

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ხვალ, 17 მარტს საწვრთნელ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას.



კახა ცხადაძის გუნდი 13 საათზე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში - ”ბასა” - შეიკრიბება. მწვრთნელმა შემდეგ ფეხბურთელებს უხმო: ლოსაბერიძე (”დინამო”), შეროზია (”მარტვილი”), აქუბარდია (”მგლები”), კაკუბავა (”დინამო”), ქურასბედიანი (”სპარტაკი”), გიორგაძე (უგუნდოდ), ჩადუნელი (”დინამო”), გორგიაშვილი (”ზესტაფონი”), ბებუა (”ლოკომოტივი”), თარხნიშვილი (უგუნდოდ), ბოლქვაძე (”დინამო”), დარასელია (”დინამო”), ჩარგეიშვილი (”გაგრა”), გაბედავა (”გაგრა”), დათუნაიშვილი (”ვიტ ჯორჯია”), სვანაძე (”ვიტ ჯორჯია”), ქანთარია (”დინამო”), როსტიაშვილი (”ვიტ ჯორჯია”), გეთიაშვილი (”დინამო”), აბაშიძე (”გაგრა”).



საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 27 მარტს კვიპროსში მასპინძელთა 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება, 1 აპრილს კი თბილისში ბელარუსს უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ნაკრებში მიწვეულ ფეხბურთელთა სია 23 მარტს გახდება ცნობილი.