სიახლეები

ხვალ ფინალისტები გამოვლინდებიან

გაუზიარე

„დილა“ გორი - „დინამო“ თბილისი

პირველი შეხვედრა: 1-0

23 აპრილი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 16:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ზ.მენთეშაშვილი, ი.უკლება, დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო), ბ.ნინუა (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი)

ხვალ გორი საკმაოდ საინტერესო დაპირსპირებას უმასპინძლებს. პირველ შეხვედრაში თბილისლებმა მინიმალური სხვაობით, 1-0, იმარჯვეს და ყველაფერი „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გადაწყდება. „დილას“ ევროთასებზე მოსახვედრად ერთადერთი შანსი დარჩა, გორელებმა თასი უნდა მოიგონ. აქედან გამომდინარე, ალბათ ძალიან ადვილი წარმოსადგენია თუ რამხელა მოტივაცია ექნებათ ხვალინდელ შეხვედრაში გია გიგატაძის შეგირდებს. თავისმხრივ დინამოელებს, შარშანდელი წარმატების განმეორება სურთ და ამიტომ მოტივაციის ნაკლებობას არც ისინი განიცდიან. მოკლედ, რომ ვთქვათ ხვალ გორში უდაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გაიმართება.



„ჩიხურა“ საჩხერე - „შუქურა“ ქობულეთი

პირველი შეხვედრა: 1-2

23 აპრილი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრია, ბ.ჭიჭინაძე, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)

ქობულეთელთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოცდილებამ თავისი ქნა და გასულ შეხვედრაში გამარჯვება მაინც საჩხრელბს ხვდათ წილად. როგორც მოგეხსენებათ
, იმ მატჩში ანგარიში სწორედ აჭარლებმა გახსნეს, მაგრამ „ჩიხურამ“ მობილიზება მოახერხა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, რითაც ხვალინდელი მატჩის წინ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა. „შუქურასთვის“ ნახევარფინალში თამაშიც დიდი წარმატებაა, თუმცა გუნდის გულშემატკივრები და ხელმძღვანელობა არ მალავენ, რომ ფინალში თამაშის დიდი სურვილი აქვთ და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. ტიტული არც საჩხერლებისთვის იქნებოდა ურიგო, თანაც გადამწყვეტ შეხვედრას ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობენ, აქედან გამომდინარე, არც სოსო ფრუიძის შეგირდები აპირებენ რაიმეს დათმობას.




ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.facebook.com/FCChikhura 

სფფ-ის პრესსამსახური