სიახლეები

უმაღლესი ლიგა დასასრულს მიუახლოვდა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

"დინამო" თბილისი - "მეტალურგი" რუსთავი

პირველი წრე: 0-2

17 მაისი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 20:00

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ი.უკლება, დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

გასულ ტურში თბილისის "დინამომ" დამაჯერებლად, 0-3, დაამრცხა ბოლნისის "სიონი" და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა. ხვალ, ჩემპიონატის უკანსკნელ ტურში, დედაქალაქელები "მეტალურგს" უმასპინძლებენ და მატჩის დასრულებისთანავე ზედიზედ მეორედ ჩიაბარებენ საქართველოს ჩემპიონის თასს. მატჩი სწორედ ამ დაჯილდოვებისა და დინამოელთა ზეიმით იქნება საინტერესო, სატურნირო თვალსაზრისით კი, როგორც ყველა სხვა დანარჩენ შეხვედრას მას აღარანაირი მნიშვნელობა აქვს.



"გურია" ლანჩხუთი - "ჩიხურა" საჩხერე


პირველი წრე: 3-0

17 მაისი, ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 17:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ზვ.ერქვანია, ი.მაჩიტიძე, ი.კვრიკაშვილი (სათადარიგო)

წლევანდელი გათამაშების უკანსკნელ ტურში ლანჩხუთის "გურია" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს და ზედა ექვსეულში პირველი, პრესტიჯის, გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მატჩს არანაირი სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს და მისი შედეგი ცხრილში ვეღარაფერს შეცვლის. მოგეხსენებათ, რომ საჩხერლები საქართველოს თასის ფინალში იასპარაზებენ და როგორც სოსო ფრუიძემ განაცხადა ამ შეხვედრას სწორედ ფინალისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ, ლანჩხუთლებს კი, როგორც უკვე მოაგხსენეთ ზედა ექვსეულში ქულაც კი არ აუღიათ და ისინი პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.




"ზესტაფონი" ზესტაფონი - "სიონი" ბოლნისი


პირველი წრე: 2-1

17 მაისი, ზესტაფონი, "დავით აბაშიძე", 19:00

მსაჯები: თ.გვანცელაძე, ზ.ფიფია, გ.ჩიგოგიძე, გ.ვადაჭკორია (1 დამ.ასისტენტი), ჯ.ხორავა (2 დამ.ასისტენტი), ა.კრიჭაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: რევაზ ქემოკლიძე, ვალერი აბრამიძე, ირაკლი სამხარაძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი (ყველა "სიონი")

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შედეგს აღარანაირი მნიშვნელობა აქვს, ქართული ფხბურთის გულშემატკივარი მაინც საინტერესო მატჩის მოლოდინშია. რაც არ უნდა იყოს ზაფხულში ორივე გუნდი ევრო თასებზე იასპარეზებს და უდავოა მათი დაპირსპირებაც ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს. ბოლნისელთა საწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო მათ რამდენიმე საკვანძო ფიგურა დააკლდებათ, ვიცე-ჩემპიონები კი, საბრძოლო შემადგენლობით წარსდგებიან. მატჩის წინ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება და საქართველოს ფეხბრუთის ფედერაცია გუნდებს კუთვნილ მედლებს გადასცემს.




"მერანი" მარტვილი - "ტორპედო" ქუთაისი


პირველი წრე: 5-1

17 მაისი, ქობულეთი, "ჩელე არენა", 17:00

მსაჯები: დ.სანოძე, ლ.ვარამიშვილი, ზ.ასკაროღლი, თ.ხუჭუა (სათადარიგო)

უმაღლესიდან გავარდნილი მარტვილის "მერანი" ზედა ექვსეულის ლიდერ, ქუთაისის "ტორპედოს", უმასპინძლებს. გარდა იმისა, რომ მატჩს ინტრიგა არ გააჩნია, იგი უმაყურებლოდ ჩატარდება, რაც კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია იმისა, რომ ეს შეხვედრა უბრალო ფორმალობაა და დაძაბულ ბრძოლას არ უნდა ველოდოთ. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა იმედს ვიტოვებთ მატჩი საინტერესო გამოდგება და გუნდები შესვენებაზე დასამახსოვრებელი მატჩით გავლენ.




"ვიტ-ჯორჯია" თბილისი - "სპარტაკი" ცხინვალი


პირველი წრე: 2-0

17 მაისი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 17:00

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ლ.თოდრია, ბ.ჭიჭინაძე, ლ.სილაგავა (სათადარიგო)

ცხინვალის "სპარტაკმა" გასულ ტურში მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, "ვიტ-ჯორჯიამ" კი, ეს საკითხი თავიდანვე მოაგვარა და ქვედა ექვსეულის სტარტზევე ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო, რომ ვეტერინარებიო მომავალ სეზონშიც უმაღლეს ლიგაში იასპარეზებდნენ. ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით წარსდეგა ერთმანეთსი წინააღმდეგ და იმედი გვაქვს ორივე მათგანი საინტერესო მატჩით დაემშვიდოებიან გულშემატკივრებს.



"დილა" გორი - "ზუგდიდი" ზუგდიდი

პირველი წრე: 2-1

17 მაისი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 17:00

მსაჯები: ბ.ნინუა, ა.ჟივაძე, კ.ტეფნაძე, ო.ხეცაძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გურამ სამუშია ("ზუგდიდი")

უკანსკნელ ტურებში ზუგდიდელებმა ყველაფერი გაიღეს, მაგრამ როგორც მათმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა ჩემპიონატის საწყის ტურებში წაგებულმა მატჩებმა სწორედ ახლა იჩინა თავი და ზუგდიდელი გულშემატკივრის სამწუხაროდ, "ზუგდიდმა", უმაღლესი ლიგა დატოვა. არასტაბილური ასპრაზობის მიუხედავად, გორის "დილამ" უპრობლემოდ შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში და იმედი გვაქვს მომავალ სეზონშ ბევრად უფრო ბრძოლისუნარიან გუნდს შეკრებენ. მოკლედ, ავად თუ კარგად ორივე გუნდმა ეს სეზონი ჩაამთავრა და ჩვენ ისღა დაგვრჩენია ორივე მათგანს წარმატება ვუსურვოთ.




ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fczestafoni.ge, www.fczugdidi.ge, www.fctorpedo.ge, www.facebook.com/FCChikhura,

სფფ-ის პრესსამსახური