სიახლეები

ჩემპიონმა თასი ჩაიბარა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„დინამო“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი 2-0

გოლი:
19’, 58 ჩისკო („დინამო“)

„დინამომ“ ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაც მოიგო და გამარჯვებულმა აღმრთა საქართველოს ჩეპიონის თასი.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, იგი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საერთო ჯამში სათამაშო უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ. მათ ანგარიშის გახსნა მე-19 წუთზე მოახერხეს, დავით კვირკველიამ შეტევის არჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და გამოზომილი გადაცემით ჩისკოს უპასა, ამ უკანასკნელმა კი, თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. პირველ ტაიმში კიდევ იყო რამდენიმე მომენტი ორივე გუნდის კართან, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა, გოლის გატანას ორივე გუნდი ცდილობდა, 59-ე წუთზე კი, ეს წადილი დინამოელებმა აისრულეს. ამ დროს ბურთი საჯარიმოში უყურადღებოდ მყოფ ჩისკოს მიუვიდა და დედაქალაქელთა ბომბარდირსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ამ დუბლით მუნიოსმა სეზონში 19 გოლს მოუყარა თავი და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

შევსენებისას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და „დინამოს“ მფლობელმა რომან ფიფიამ თბილისელთა დუბლშემადგენლობა დააჯილდოვეს, რომელებმაც საქართველოს დუბლიორთა პირველობა მოიგეს. მატჩის დასრულებისთანავე კი, ძირითადი გუნდის ჯერიც დადგა და ზვიად სიჭინავამ საზეიმო ვითარებაში გადასცა დინამოელებს კუთვნილი მედლები და თასი, ფეხბურთელებმა ჩემპიონობა საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს.



„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სიონი“ ბოლნისი 0-0

გაფრთხილება: 19’ გურამ გიორგელიძე („სიონი“)

გაძევება: 85’ ჯაბა უგულავა („სიონი“)

ნულოვანი ფრით დასრულდა ტურის ცენტრალური დაპირისპირბა, თუმცა მიუხედავად ამისა, მატჩი მაინც საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდმა საკმაო რაოდენობით შექნა სახიფათო მომენტები, მაგრამ გოლის გატანა ვერა და ვერ მოხერხდა. უნდა აღნიშნოს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ზესტაფონელები ფლობდნენ და ბოლნისელები ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდნენ.

მატჩის დასრულებისთანავე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ „ზესტაფონის“ ფეხბურთელები კუთვნილი ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა.




„გურია“ ლანჩხუთი - „ჩიხურა“ საჩხერე 3-2

გოლი: 17’ ზურაბ ძამსაშვილი, 35’, 77 ვილი ისიანი (ორივე „გურია“), 67’ ნიკა კვასხვაძე, 79’ დავით ოდიკაძე (ორივე „ჩიხურა“)

უხვგოლიანი გამოდგა ლანჩხუთში გამართული შეხვედრა, დაძაბულ ბრძოლაში „გურიამ“ ნანატრი გამარჯვება იზეიმა, შეგახსენებთ, რომ ეს გურულთა პირველი გამარჯვებაა ზედა ექვსეულში.

ანგარიში 17-ე წუთზე გაიხსნა, გოლის ავტორად ზურაბ ძამსაშვილი მოგვევლინა, გურულებმა პირველ ტაიმში კიდვ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, 37-ე წუთზე გოლი ვილი ისიანმა გაიტანა, გუნდები ამავე ანგარიშით გავიდნენ შესვენბაზე. საჩხერლებმა სხვაობის შემცირება 67-ე წუთზე მოახერხს, მაგრამ ზუსტად 10 წუთში ვილი ისიანმა დუბლი გაიფორმა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. საბოლოო ანგარიში კი, ისიანი გოლიდან 2 წუთში დაფიქსირდა, 79-ე წუთზე დავით ოდიკაძემ პენალტიდან მოახერხა გატანა.



„მერანი“ მარტვილი - „ტორპედო“ ქუთაისი 0-1

გოლი: 7’ თენგიზ ჩიკვილაძე (პენ.) („ტორპედო“)

გაფრთხილება: 27’ ლაშა ჯღამაია, 39’ ვალერი იობაშვილი, 53’ შოთა ბაბუნაშვილი (ყველა „მერანი“), 85’ გოგი გოგიჩაიშვილი („ტორპედო“)

მინიმალური ანგარიშით იმარჯვა ქვედა ექვსეულის ლიდერმა ქუთაისის „ტორპედომ“, როგორც ვივარაუდეთ მაყურებლისა და ინტრიგის გარეშე გამართული შეხვედრა არც თუ ისე, საინტერესო გამოდგა. ქუთათურებმა ერთადერთი გოლის გატანა მატჩის სტარტზევე მოახერხეს, მე-7 წუთზე თენგიზ ჩიკვილაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და მისი გუნდისთვსი გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა. საბოლოოდ „ტორპედომ“ 48 ქულა დააგროვა და ქვედა ექვსეულის ლიდერად დაასრულა გათამაშება, „მერანმა“ კი 22 ქულა მოუყარა თავი და როგორც უკვე მოაგხსენეთ, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. 




„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „სპარტაკი“ ცხინვალი 0-1

გოლი: 28’ ვაკო თევდორაძე („სპარტაკი“)

გაფრთხილება: 84’ ლევან საბაძე, 84’ ლაშა ღონღაძე, 84’ ნიკოლოზ მაისურაძე (ყველა „ვიტ-ჯორჯია“), 84’ გიორგი ცერცვაძე („სპარტაკი“)

გაძევება: 87’ ლაშა ღონღაძე („ვიტ-ჯორჯია“)

ზედიზედ მეორე მატჩში იმარჯვა ცხინვალის „სპარტაკმა“, ამჯერად ისინი „ვიტ-ჯორჯიას“ ესტუმრნენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე. ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე სპარტაკლთა ნახევარმცველმა ვაკო თევდორაძემ გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაც მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩს არანაირი ინტრიგა არ გააჩნდა იგი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ეს გაფრთხილებების რაოდენობიდანაც  მშვნევირად ჩანს.



„დილა“ გორი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 0-1

გოლი: 81’ გიორგი ბულია („ზუგდიდი“)

გაფრთხილება: 72’ ნიკა აფაქიძე, 86’ ირაკლი ქათამაძე (ორივე  „ზუგდიდი“)

თანაბარ ბრძოლაში წარიმართა „დილასა“ და „ზუგდიდის“ შეხვედრა, საბოლოოდ კი, გამარჯვება ზუგდიდელ ფეხბურთელებს დარჩათ და უმაღლეს ლიგას გამარჯვებულები დაემშვიდობნენ. გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, 81-ე წუთზე საჯარიმოში შეჭრილმა კირკიტაძემ გამჭოლი გადაცემა გააკთა და მეორე ცდით გოლის გატანა გიორგი ბულიამ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ორივე გუნდმა საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.


ასე დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. წლევანდელი საფეხბურთო სეზონი კი, 21 მაისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალით დასრულდება. როგორც უკვე მოგხსენეთ, წლევანდელ სეზონში თბილისის „დინამომ“ იჩემპიონა და ეს თბილისელთა მე-15 ჩემპიონობა იყო. წლევანდელ სეზონში მრავალად იყო საინტერესო, სკანდალური და უღიმღამო მატჩებიც. რაც შეეხებათ ბომბარდირებს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სეზონის საუკეთესო მეგოლე კვლავ ესპანელი ჩისკო მუნიოსი გახდა 19 გოლით, მას „ზესტაფონის“ ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი მოსდევს 15 გოლით , მესამე ადგილზე კი, „გურიის“ ფორვარდი ვილი ისიანი გავიდა 12 გოლით. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს საქართველოს, „ზესტაფონი“, „სიონი“ და „ჩიხურა“ კი, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსინჯავენ ძალებს.


აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„დინამო“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი
„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სიონი“ ბოლნისი
„მერანი“ მარტვილი - „ტორპედო“ ქუთაისი


ფოტო
/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fczestafoni.ge,  www.fctorpedo.ge


სფფ
-ის პრესსამსახური