სიახლეები

განმეორებითი მატჩების წინ

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„ფლამურტარი“ ვლორა - „სიონი“ ბოლნისი

პირველი შეხვედრა: 2-3

10 ივლისი, ვლორა, „ფლამურტარი, 21:00

ხვალ, 10 ივლისს, უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიაკციო რაუნდის გამეორებითი შეხვედრები გაიმართება. ბოლნისის „სიონი“ საკუთარ შეხვედრას ალბანეთში, ქალაქ ვლორაში, ჩაატარებს. როგორც მოგეხსენებათ, თბილისური მატჩი ქვემო ქართლელებმა 2-3 დათმეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაირთულეს, მათ ამ მიზნის მისაღწევად ორ- ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებათ. საბედნიეროდ, ასეთ მნიშვნელოვანი მატჩის წინ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე გოგობერიშივლმა, ტრავმა მოირჩინა და „სიონთან“ ერთად ალბანეთში გაფრინდა, თუმცა ბოლნისელებს დანაკლისიც აქვთ, მათი რიგები გიორგი კახელიშვილმა დატოვა. რა თქმა უნდა, ფავორიტებად მასპინძლები ითვლებიან, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ლადო ბურდულის შეგირდები შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებენ და სამშობლოში სასურველი შედეგით დაბრუნდებიან.  



„ჩიხურა“ საჩხერე - „ტურნოვო“ ტურნოვო

პირველი შეხვედრა: 0-1

10 ივლისი, თბილისი, „მიხეილ მესხი“, 20:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით

ფავორიტის სტატუსით ხვდება თბილისურ შეხვედრას საჩხერის „ჩიხურა“, მაკედიონიაში საჩხერლებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მათ ფრეც ჰყოფნით. ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო იმერლებს ლაშა ჩიკვაიძე დააკლდებათ, მან პირველ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. ჩვენ სტუმრებს წინასწარი ინფორმაციით საკადრო პრობლემები არ აწუხებთ და დედაქალაქში საბრძოლო შემადგენლობით ჩამოვიდნენ. მოკლედ ხვალ ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა იქნება, იმედი გვაქვს სოსო ფრუიძის შეგირდები შემდეგი ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.




ფოტო:
ლაშა კუპრაშვილი, www.facebook.com/FCChikhura

სფფ-ის პრესსამსახური