სიახლეები

ნულოვანი ფრეები ევროპა ლიგაზე

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სპარტაკი“ ტრნავა 0-0

გაფრთხილება:
39’ ერიკ საბო („სპარტაკი“), 57’ ლევან შარიქაძე („ზესტაფონი“), 76’ კამილ კუზმა, 77’ ხოსე კასადო (ორივე „სპარტაკი“)

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ზესტაფონის „ზესტაფონმა“ ტრნავის „სპარტაკს“ უმასპინძლა, მატჩი მეტნაკლებად საინტერესო გამოდგა და ნულოვანი ფრით, 0-0, დასრულდა. გატანის შანსი ორივეს გუნდს საკმარისად ჰქონდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერცერთმა ივარგა. შეხვდრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ფრე სრულიად ლოგიკური შედეგია და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება. იმედი გვაქვს, გია გეგუჩაძე გუნდის დაშვებულ შეცდომებს სათანადოდ შეაფასებს და ზესტაფონლები სლოვაკეთიდან სასურველი შედეგით დაბრუნდებიან. შეგახსნებთ, რომ წყვილის მეორე თამაში 24 ივლისს, ტრნავაში გაიმართება და თბილისის დროით 21:30 დაიწყება.



„ბურსასპორი“ ბურსა - „ჩიხურა“ საჩხერე 0-0

გაფრთხილება: 23’ გიორგი გაბედავა („ჩიხურა“), 33’ ფერნანდაო („ბურსასპორი“), 47’ ბესიკ დეკანოიძე („ჩიხურა“), 81’ ბეკირ ილმაზი („ბურსასპორი“)

გუშინ, თურქეთში გამართულ შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურამ“ ბრძოლისა და თავდადების მაგალითი გვიჩვენა. ყველასთვის კარგადაა ცნობილი თუ რაოდენ რთულია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში გასვლითი შეხვედრის ჩატარება, თურქი ქომაგები მართლაც, რომ ერთ-ერთი საუკეთესონი არიან მსოფლიოში და ისინი სტადიონზე საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. ასე იყო გუშინაც „ბურსასპორს“ გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერა არ მოკლებია, მაგრამ იმერულმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა, ბურსადან სასურველი შედეგის წამოსაღებად და ამას მიაღწია კიდეც. ყველაფერი 24 ივლისს, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გადაწყდება და იმედი გვაქვს საჩხერელი ფეხბურთელები კიდევ ერთხელ გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის ბურსელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ეს გასაკვირი არცაა, რადგანაც სოსო ფრუიძის შეგირდები მეორე ნომრად თამაშობდნენ. თურქებმა უამრავი მომენტი შექმნეს ქართველთა კართან, მაგრამ ხან გიორგი რეხვიაშვილი თამაშობდა ბრწყინვალედ ხანაც საჩხერელთა კიპერი, მაქსიმე ქვილითაია. მატჩი თითოელმა ქართველმა ფეხბურთელმა მაღალ დოენეზე ჩაატარა, მაგრამ ეს ორი მოთამაშე აშკარად გამოირჩეოდა. „ჩიხურა“ დაცვაში კარგად თამაშობდა და კონტრშეტევაზე გადასვლასაც ხშირად ცდილობდა, ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევისას მატჩი მიწურულს გიორგი გაბედავას გოლსი გატანაც შეეძლო, მაგრამ შემტევმა მცირე მანძილით ააცილა მეტოქის კარს. მოკლედ, იმერლები სასურველი შედეგით ბრუნდებიან სამშობლოში და ახლა ყველანი 24 ივლისს ველოდებით.


აქვე, მოცემულ ბმულზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ მატჩების მიმოხილვა:

„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სპარტაკი“ ტრნავა

ფოტო/ვიდეო: www.fczestafoni.ge, www.ccnturk.com

სფფ-ის პრესსამსახური