სიახლეები

დრამატული ტური

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „დინამო“ თბილისი 2-3

გოლი:
5’ მიხელ სარდალიშვილი („ზესტაფონი“), 6’ გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“), 52’ ჯაბა დვალი („ზესტაფონი“), 86’, 88’ ირაკლი ძარია („დინამო“)

გაფრთხილება: 38’ გიორგი პაპუნაშვილი, 54’ ლაშა თოთაძე, 78’ მათე ცინცაძე (სამივე „დინამო“), 89’ თედორე გრიგალაშვილი („ზესტაფონი“)

ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ გულშემატკივრებისა და ექსპერტების მოლოდონი სრულად გაამართლა და სტადიონზე თუ ტელელვიზორებთან შეკრებილმა ქომაგებმა უშეღავათო ბრძოლა იხილეს. ორივე გუნდმა ყველაფერი გაიღო გამარჯვებისთვის, თუმცა საბოლოო ჯამში 3 ქულა დინამოელებს დარჩათ. მატჩს არც დაძაბულობა მოკლებია, არც გოლები და არც ყვითელი ბარათები, მოკლედ მაყურებელმა ყველაფერი იხილა რაც ფეხბურთს ალამაზებს.. ანაგრიში მე-5 წუთზე, მიხეილ სარდალიშვილმა გაიხსნა, მან გიორგი გველესიანის შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და გატანაც აღარ გასჭირვებია. მარგეველებს სიხარული დიდ ხანს არ დასცალდათ და მე-6 წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური დარტყმით აიღო ბოიან პავლოვიჩის კარი. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ. მეორე ნახევარი გეგუჩაძის შეგირდების აქტიურობი დაიწყო და 52-ე წუთზე, მათმა კაპიტანმა, ჯაბა დვალმა, ულამაზესი გოლი გატანა მოახერხა დედაქალაქელთა კარში. მეორე ტაიმის სტარტზევე გაშვებულმა გოლმა თბილისელები ცოტათი ამოაგდო სათამაშო რიტმიდან და უპირატესობას „ზესტაფონი“ დაეუფლა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი იმერლთა გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კახი გოგიჩაიშვილის ცვლილებებმა „დინამოს“ თამაში სრულად გარდაქმნა და დინამოელებმა ზუსტად 2 წუთიან მონაკვეთში მოახერხეს მატჩის მოგება. ჯერ 86-ე წუთზე საბა ლობჟანიძის პასის შემდეგ შეძლო ირაკლი ძარიამ წონასწორობის აღდგენა შემდეგ კი, 88-ეზე პაპუნაშვილის გამჭოლი გადაცემა დააგვირგვინა გოლით. მოკლედ, გულშემატკივრებმა ნამდვილი დრამა იხილეს „დავით აბაშიძეზე“ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ მრავალი ასეთი მატჩი დაამშვენებს ეროვნულ ჩემპიონატს.



„დილა“ გორი - „დინამო“ ბათუმი 0-1

გოლი: 45’ ირაკლი ჩირიკაშვილი („დინამო“)

გაფრთხილება: 63’ თენგიზ წიქარიძე („დილა“), 86’ ვალერიან თევდორაძე („დინამო“)

საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა გორში გამართული შეხვედრა, მატჩი ორმხირივი შეტევებით წარიმართა, გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ბათუმელმა ფეხბურთელებმა მინიმალური ანგარიშით, 0-1, დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრის ერთადერთი გოლის პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე, გავიდა, ბათუმელი ფეხბურთელების ეფექტური კომბინაცია ირაკლი ჩირიკაშვილმა დააგვირგვინა გოლით. ამ გამარჯვებით აჭარლებმა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გაიდანაცვლეს და ლიდერს 3 ქულით ჩამორჩებიან.




„სიონი“ ბოლნისი - „სამტრედია“ სამტრედია 2-2

გოლი: 42’ ლევან ბაკურაძე, 74’ გრიგოლ დოლიძე (ორივე „სამტრედია“), 88’, 90’ დავით სირაძე („სიონი“)

გაფრთხილება: 45’ გიორგი გაბედავა („სამტრედია“), 52’ დავით სირაძე, 74’ ოთარ ხიზანეიშვილი (ორივე „სიონი“)

გაძევება: 56’ თორნიკე შალიკაშვილი („სამტრედია“)

კიდევ ერთი დაძაბული და დრამატული მატჩი გაიამრთა თბილისში, „მიხეილ მესხზე“. „სიონისა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირება ფრედ, 2-2, დასრულდა და გუნდებმა ერთმანეთს უშეღავათ ბრძოლა გაუმართეს. ანაგრიში პირველი ნახევრის მიწურულს გაიხსნა, 42-ე წუთზე გაბედავას პასით ლევან ბაკურაძემ ისარგებლა და ანაგრიშიც გახსნა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარი ბოლნსელი ფეხბურთელების აქტიურობით დაიწყო და 56-ე წუთზე მათ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, თანაც მსაჯმა სამტრედიელთა მცველი, თორნიკე შალიკაშვილი, მოედნიდან გააძევა. სტანდარტი ალქესანდრე გოგობერიშვილმა შეასრულა, მაგრამ ბეგაშვილმა დარტყმულსი მოგერიება მოახერხა. მიუხედავად კაცნაკლულობისა იმერლებმა სხვაობის გაზრდა მაინც მოახერხეს, 74-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და სამტრედიელი გულშემატკივრებიც ძალიან გაახარა. გელა სანაიას შეგირდებმა ინიციატივა „სიონს“ დაუთმეს და თვითონ მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ იმერული კლუბის გულშემატკივართა სამწუხაროდ მათ ეს ბოლომდე ვერ შეძლეს. 88-ე და 90-ე წუთებზე საქართველოში ახლად დაბრუნებულმა დავით სირაძემ, დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.




„შუქურა“ ქობულეთი - „ჩიხურა“ საჩხერე 1-1

გოლი: 45’ ლაშა კუჭუხიძე („ჩიხურა“), 53’ გიორგი ჩელებაძე (პენ.) („ჩიხურა“)

გაფრთხილება: 7’ ირაკლი კუტალია („შუქურა“), 53’ თეიმურაზ ღონღაძე („ჩიხურა“)

 

გაძევება: 78’ დავით ოდიკაძე („ჩიხურა“)

ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა ქობულეთის „შუქურამ“, აჭარლები ამჯერად „ჩიხურას“ დაუხვდნენ, მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა. ანგარიშის გახსნა, 45-ე წუთზე საჩხერელთა შემტევმა, ლაშა კუჭუხიძე, მოახერხა, მისი დარტყმული ერთ-ერთ ქობულეტელ ფეხბურთელს მოხვდა და ასე აღმოჩნდა მეტოქის კარში. ბესიკ შეროზიას შეგირდებმა ანაგრიშის გათანაბრება მეორე ნახევრის დასაწყისშივე მოახერხეს, 53-ე წუთზე მათ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ზუსტად გიორგი ჩელებაძემ შეუასრულა. შეხვედრის 78-ე წუთზე ბასლეჰლომ მოედნიდან იმერლთა კაპიტანი, დავით ოდიკაძე, გააძევა თუმცა ამას თამაშის შედეგზე არ უმოქმედია და მატჩი ფრედ დამთავრდაა.



„მეტალურგი“ რუსთავი - „გურია“ ლანჩხუთი 0-0

გაფრთხილება: 35’ კობა შალამბერიძე, 54’ ვლადიმერ ჯოჯუა (ორივე „გურია“), 63’ გიორგი ქავთარაძე („მეტალურგი“), 90’ ვლადიმერ ზუხბაია („გურია“)

თუ შარშანდელ სეზონში, გურულებს არც ერთი ფრე ჰქონდათ ნათამაშები, წელს ჩემპიონატის სტარტზევე უკვე მეორე მატჩი დაასრულეს ფრედ. რუსთავში გამართული შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა, მაგრამ გულშემატკვირებმა გატანილი გოლები ვერ იხილეს. ყველაზე რეალური მომენტი კი, მაინც კახაბერ კაკაშვილს შეექმნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ავური დარტყმით ვერ მოახერხა გოლის გატანა. მოკლედ, რუსთავში ლოგიკური ფრე დაფიქსირდა და გუნდები უკვე შემდეგი ტურისთის ემზადებიან.



„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „სპარტაკი“ ცხინვალი 0-1

გოლი: 57’ გიორგი ივანიშვილი („სპარტაკი“)

გაფრთხილება: 17’ შოთა დავლაშელიძე („ვიტ-ჯორჯია“), 18’ მერაბ გიგაური, 90’ დავით მაისაშვილი (ორივე „სპარტაკი“)

პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ცხინვალის „სპარტაკმა“. კახა კაჭარავას შეგირდები მცხეთას ესტუმრნენ და „ვიტ-ჯორჯია“ მინიმალური ანგარიშით, 0-1, დაამარცხეს. ერთადერთი გოლი ფეხბურთში ახლად დაბრუნებულმა გიორგი ივანიშვილმა გაიტანა, 57-ე წუთზე იგი იორგი თექთურმანიძემ დატოვა მეკარესთან პირისპირ და გამოცდილ ფორვარდსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.



„კოლხეთი“ ფოთი - „ზუგდიდი“ 1-1

გოლი: 55’ შოთა ლომია („ზუგდიდი“), 90’ გიგა ამბროლაძე („კოლხეთი“)

გაფრთხილება: 15’ ირაკლი ქირია („ზუგდიდი“), 42’ ლუკა გუგუჩია („კოლხეთი“), 75’ ირაკლი ეხვაია, 85’ რევაზ თევდორაძე, 87 აკაკი ფარჯიკია, 90’ ლუკა კობერიძე (ყველა „ზუგდიდი“)

მოლოდინი გაამრთლა მეგრულმა დერბიმაც, მაყურებელმა საინტერესო და დაძაბული მატჩი იხილა. მეგრული დერბი ისედაც ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ამ შეხვედრას ინტრიგას სატურნირო სიტუაციაც მატებდა, ორივე გუნდს გამრჯვება სჭირდებოდა და ამიტომაც მართლაც შეუპოვარი ბრძოლა გაიმართა. ანაგრიში მეორე ტაიმში გაიხსნა, 55-ე წუთზე შოთა ლომიამ კვლავ შორი მანძილიდან მოახერხა მეტოქის კარი აღება. ამის შემდეგ ფოტელები ძალიან გააქტიურდნენ, მაგრამ საწადელს მხოლოდ მატჩის უკანასკნელ წუთზე მიაღწიეს, ლუკა გუგუჩიას მოწოდებული კუთხური გიგა ამბროლაძემ გაახვია ზუგდიდელთა ბადეში და შეხვედრის საბოლოო ანგარიშით დააფიქსირა.



„მერანი“ მარტვილი - „ტორპედო“ ქუთაისი 3-1

გოლი: 35’, 78’ ბესიკ ჩიმაკაძე, 47 პაპუნა ფონიავა (ორივე „მერანი“), 90’ ოთარ კვერნაძე („ტორპედო“)

გაფრთხილება: 36’ ალეკო ჩაკვეტაძე, 87’ შოთა ბაბუნაშვილი (ორივე „ტორპედო“), 89’ ბექა ციკოლია („მერანი“)

საჭირო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მარტვილის „მერანმა“, მეგრელებმა სამტრედიაში „ტორპედოს“ უმასპინძლეს და 3-1 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა, ბესიკ ჩიმაკაძემ მეკარის შეცდომით ისარგებლა და ფაქტიურად ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. მარტვილელბმა ხვაობის გაზრდა, 47-ე წუთზე მოახერხეს, შორეული დარტყმით თავი პაპუნა ფონიავამ გამოიჩინა. ამის შემდეგ, ქუთაისლებიც გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური მომენტის შექმნაც მოახერხეს, მაგრამ უშედეგოდ, პირიქით 78-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკამაძემ დუბლის გაფორმება მოახერხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი,
91-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ დააფიქსირა.




აქვე
, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„დინამო“ თბილისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი
„დილა“ გორი - „დინამო“ ბათუმი
„მერანი“ მარტვილი - „ტორპედო“ ქუთაისი


ფოტო
/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.fcdila.ge, www.fctorpedo.ge

სფფ-ის პრესსამსახური