სიახლეები

უმაღლესი ლიგა მეხუთე ტურით ბრუნდება

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი ბრუნდება. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თხოვნით უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის მატჩები გაიდაიდო და მწვრთნელმა პირველობის გამორჩეული ფეხბურთელები „ბასაზე“ შეკრიბა, შეკრების ფარგლებში ორი ამხანაგური შეხვედრაც გაიმართა, ცხინვალის „სპარტაკთან“ და ბოლნისის „სიონთან“. საბოლოო ჯამში კი, ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში ხუთი ფეხბურთელი გამოიძახეს: ომარ მიგინეიშვილი („დინამო“), მაქსიმე ქვილითაია, თეიმურაზ ღონღაძე (ორივე „ჩიხურა“), გრიგოლ დოლიძე („სამტრედია“) და ირაკლი ძარია („დინამო“). თავისმრივ კლუბებმაც შეძლებისდაგვარად ნაყოფიერად გამოიყენეს აღნიშნული პაუზა და რამდენიმე ამხანაგური შეხვედრაც გამართეს. რამდენიმე მათგანმა კი, ტრანსფერებიც განახორციელა, სამტრედიელთა ღირსებას დაიცავს ლევან კაკუბავა, რომელიც ბოლოს კვიპროსულ „ომონიაში“ ირიცხებოდა, „სასკოდან“ წამოსვლის შემდეგ „სიონს“ მიაშურა გამოცდილმა, ალექსანდრე ინწკირველმა, სომხეთის ჩემპიონატში მოთამაშე შოთა ჯიქია, კი დღეიდან „კოლხეთში“.  მეხუთე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად იმერული დერბია მიჩნეული, სადაც ერთმანეთს „ზესტაფონი“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდება, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ეს შეხვედრა ერთობ საინტერესო უნდა გამოდგეს. ასევე დაძაბულ შეხვედრას ველოდებით ქობულეთშიც, სადაც ადგილობრივი „შუქურა“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება. მოკლედ, იმედი გვაქვს ეროვნული პირველობა საინტერესო მატჩებით განახლდება. შეგახსენებთ, რომ გადადებული მეოთხე ტურის თამაშები 16-17 სექტემბერს გაიმართება.


„დილა“ გორი - „გურია“ ლანჩხუთი

11 სექტემბერი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 16:00

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ლ.ვარამიშვილი, დ.კურტანიძე, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)


„კოლხეთი“ ფოთი - „ჩიხურა“ საჩხერე

11 სექტემბერი, ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“, 16:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, ს.სპიცინი, დ.სანოძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დავით ოდიკაძე („ჩიხურა“)


„მეტალურგი“ რუსთავი - „დინამო“  თბილისი

11 სექტემბერი, რუსთავი, „ფოლადი“, 16:30

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ზ.ფიფია, გ.ელიკაშვილი, ბ.ნინუა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: მათე ცინცაძე („დინამო“)


„შუქურა“ ქობულეთი - „სიონი“ ბოლნისი

12 სექტემბერი, ქობულეთი, „ჩელე არენა“, 16:00

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ბ.ჭიჭინაძე, ი.მაჩიტიძე, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: თორნიკე აფციაური („სიონი“)


„მერანი“ მარტვილი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი

12 სექტემბერი, სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“, 16:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ი.უკლება, დ.კვეტენაძე, გ.კიკაჩეიშვილი (სათადირიგო)


„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „დინამო“ ბათუმი

12 სექტემბერი, მცხეთა, „მცხეთა პარკი“, 16:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, გ.ჩიგოგიძე, დ.გაბისონია, თ.ხუჭუა (სათადარიგო)


„სპარტაკი“ ცხინვალი - „ტორპედო“ ქუთაისი

12 სექტემბერი, თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო, 16:00

მსაჯები: თ.გვანცელაძე, დ.ჩიგოგიძე, ა.კოკაია, ო.ხეცაძე (სათადარიგო)


„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სამტრედია“ სამტრედია

12 სექტემბერი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 18:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით

მსაჯები: ჯ.ხორავა, ლ.თოდრია, ზვ.ერქვანია, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ხ.გაგნიძე (2 დამ.ასისტენტი), ი.კვირიკაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: თორნიკე შალიკაშვილი („სამტრედია“)


სფფ-ს პრესსამსახური