სიახლეები

ფიფას გრასრუტის კურსმა და ფესტივალმა წარმატებით ჩა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

დასრულდა ფიფას გრასრუტის კურსი და ფესტივალი საქართველოში, რომელსაც ზუგდიდმა და რუსთავმა უმასპინძლეს.

გრასრუტის კურსი 18 ოქტომბერს, ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე დაიწყო და მასში მონაწილეობას სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებისა და საფეხბურთო სკოლების მწვრთნელები იღებდნენ. მათთვის სპეციალური კურსი წაიკითხეს ფიფას გრასრუტის ინსტრუქტორებმა – ალექსანდრ ჩერნუხომ და ჟან მარი კონსმა და უეფას გრასრუტის ინსტრუქტორმა – რობინ რასელმა. საკუთარი პრეზენტაციები გააკეთეს სფფ–ის წარმომადგენლებმაც. მწვრთნელების სემინარები სამ დღეს გაგრძელდა. სემინარის ბოლო დღეს კი, ფიფას და უეფას ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, მომზადდა საფეხბურთო ფესტივალის პროექტი, რომელსაც 21 ოქტომბერს რუსთავში, „ფოლადის“ სტადიონმა უმასპინძლა.

ფესტივალში 130–მდე ბავშვი მონაწილეობდა. ფესტივალს ესწრებოდნენ სფფ–ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი; ასევე, მხარის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, რომელმაც ფიფას და უეფას ინსტრუქტორებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

სახალისო ფესტივალმა რამდენიმე საათს გასტანა და მწვრთნელებმა დაგეგმილი პროექტის ფარგლებში იმუშავეს ბავშვებთან. დასასრულს, ყველა მონაწილე ბავშვს საჩუქრად მაისურები და ბურთები გადაეცა. სემინარებსა და ფესტივალში მონაწილე მწვრთნელები კი, საგანგებო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

ფიფას ინსტრუქტორის – ალექსანდრ ჩერნუხოს თქმით, მომავალ წელს საქართველოში კიდევ უფრო მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება, რომლის ორგანიზებასაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, საკუთარ თავზე ფიფა აიღებს.

სფფ–ის პრესსამსახური