სიახლეები

ფუტსალის თასი თბილისურ მოგზაურობას აგრძელებს

ფუტსალი
გაუზიარე

უეფას ფუტსალის თასის გათამაშების საორგანიზაციო ჯგუფი აგრძელებს ტურნირის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. შესაბამისად, ფუტსალის თასის თბილისური მოგზაურობაც გრძელდება.

20 აპრილს, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და ტურნირის ელჩი - არჩილ არველაძე დედაქალაქის სხვადასხვა სკოლებს ეწვევიან და ბავშვებს საჩუქრებს გადასცემენ. რა თქმა უნდა, თასიც მათთან ერთად იმოგზაურებს. დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი ასეთია:

12:00 - საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკი"

13:00 - საფეხბურთო სკოლა "საბურთალო"

16:30 - 35- სკოლა

17:30 - თენგიზ სულაქველიძის ფეხბურთის აკადემია

21 აპრილი

12:00 - სკოლა "ბაქსვუდი"

15:30 - სკოლა "ოლიმპი"

სფფ-ის პრესსამსახური