სიახლეები

ფუტსალის თასმა თბილისური მოგზაურობა დაიწყო

ფუტსალი
გაუზიარე

დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის ვიპ-დარბაზში, უეფას ფუტსალის თასის გათამაშების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი პირველი გაიმართა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „კომენტატორის“ მონაწილეები ვეტერან ქართველ ფეხბურთელებსა და ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ტურნირის დირექტორმა - დიმიტრი ბოკერიამ და ტურნირის ელჩმა - არჩილ არველაძემ, „კომენტატორის“ მონაწილეებთან ვრცლად ისაუბრეს მოახლოებული ტურნირის შესახებ და კონკურსანტები სპორტის სასახლეში დაპატიჟეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თასთან ყველამ სამახსოვრო ფოტო გადაიღო. „კომენტატორის“ მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ჩვენი დედაქალაქი ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებას მასპინძლობს და აღნიშნეს, რომ თამაშებს აუცილებლად დაესწრებიან. მათ სფფ-სგან საჩუქრად ტურნირის მაისურები გადაეცათ.

სფფ-ის პრესსამსახური