სიახლეები

სს ”თელასი”: პრეს-რელიზი სს „თელასი” ”ნორჩი დინამო

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

სააქციო საზოგადოება ”თელასი” ქართული საფეხბურთო სკოლის განვითარებისთვის ზრუნვას იწყებს. კომპანიამ საფეხბურთო სკოლის - ”ნორჩი დინამოელი” - აღსაზრდელები თავისი შეფობის ქვეშ აიყვანა.

 

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გრიგოლ ცაავასთან და სფფ-ის გენერალურ მდივან უჩა უგულავასთან ერთად ”თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ საფეხბურთო სკოლაში ნორჩ სპორტსმენებს სათამაშო ინვენტარი გადასცა.

 

დღეიდან ”ნორჩი დინამოელის” 1984 წელს დაბადებული გუნდის წევრები ”თელასის” მიერ შეძენილი სამოსით ითამაშებენ. კომპანიამ გუნდის სპორტული ინვენტარით აღჭურვაზეც იზრუნა და სკოლის აღსაზრდელებს ბურთები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა გადასცა.

 

14 წლის მოზარდებით დაკომპლექტებული ”ნორჩი დინამოელის” გუნდი ამჟამად თბილისის ჩემპიონატის ლიდერია. ჩემპიონატში გამარჯვების შემთხვევაში გუნდი გაისად საქართველოს მოზარდთა ლიგაში იასპარეზებს.