სიახლეები

ფიფას სამსაჯო კურსები უმაღლესი ლიგის მსაჯებისათვის

გაუზიარე

 12–16 ივნისს, თბილისში, ფიფას სამსაჯო კურსები მიმდინარეობს. სფფ–სა და ფიფას ორგანიზებით უმაღლეს ლიგაში მომუშავე 30 მსაჯი და ასისტენტი 4 დღის განმავლობაში სასწავლო კურსს გაივლის. კურსების ძირითად მონაწილებთან ერთად სფფ–ს სამსაჯო განყოფილების გადაწყვეტილებით სასწავლო პროეცესს დამატებითი მოწვევით, მსმენელების რანგში ქვედა ლიგებში მომუშავე  10 პერსპექტიული მსაჯიც ესწრება.

12 ივნისს სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ კურსები სფფ–ს გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ და სამსაჯო გნყოფილების ხელმძღვანელმა, ლევან ფანიაშვილმა გახსნეს. კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, სათამაშო სიტუაციების სიმულირებას.

სასწავლო პროცესს  ფიფას სამსაჯო ინსტრუქტორი ვალენტინ ივანოვი და ფიფას ფიტნეს ინსტრუქტორი გჟეგოჟ კრზოსეკი უძღვებიან.

საქართველოში ფიფას ეგიდითა და ორგანიზებით მსგავსი ტიპის კურსები პირველად ტარდება. სწორედ ამ ღონისძიებისათვის ფიფამ მსაჯთა კორპუსი სრული ეკიპირებით, სასწავლო ლიტერატურით, ელექტრონული კარებებითა და ბურთებით უზრუნველყო.

ფიფას სამსაჯო კურსები 16 ივნისს დასრულდება.  კურსების მონაწილე ყველა მსაჯს ფიფას სპეციალური სერთიფიკატი გადაეცემა.

 

სფფ–ის პრესსამსახური