სიახლეები

ცვლილებები თამაშის წესებში - 2014/2015

გაუზიარე

 2014 წლის 1 მარტს შედგა საერთაშორისო საბჭოს ყოველწლიური გენერალური სხდომა, რომელზეც განხილული და დამტკიცებული იქნა ცვლილებები თამაშის წესებში.

1.           1.  წესი 4 - მოთამაშეთა ჩაცმულობა
    სხვა ჩაცმულობა (ინტერპრეტაციები), გვ. 69

    ცვლილებები გამოყოფილია მსხვილი შრიფტით.    

 თანამედროვე დამცავი ეკიპირება (...) ნებადართულია.

 როდესაც ახურავთ თავსაბურავი

, ის უნდა

- იყოს შავი ან ისეთივე ფერის, როგორც მაისურის ძირითადი ფერი (იმ პირობით, რომ იმავე გუნდის     მოთამაშეები იცვამენ იმავე ფერის მაისურს)

- შეესაბამებოდეს მოთამაშის ეკიპირების პროფესიონალურ სახეს

- არ უნდა იყოს მიმაგრებული მაისურზე

- არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს იმ მოთამაშისთვის, რომელიც ატარებს ამ საგანს ან სხვა მოთამაშეებისთვის (მაგალითად, გამხსნელი / ჩამკეტი  მექანიზმი კისრის გარშემო)

(…)

 

1.      2.   წესი 4 – მოთამაშეთა ჩაცმულობა

       მოწოდებები და რეკლამა საცვლებზე (გადაწყვეტილება 1), გვ.23

       ცვლილებები გამოყოფილია მსხვილი შრიფტით.

ძირითადი სავალდებულო ჩაცმულობა

მოთამაშეებმა არ უნდა გამოაჩინონ მაისურის ქვეშ ჩასაცმელი, რომელზეც გამოსახულია სლოგანი ან რეკლამა.  ძირითად სავალდებულო ჩაცმულობაზე არ უნდა იყოს რაიმე რელიგიური, პოლიტიკური  ან პირადი მოწოდებები, განცხადებები ან გამოსახულებები.

შეჯიბრების ორგანიზატორი დასჯის ნებისმიერ მოთამაშეს, რომელიც მაისურს გაიხდის სლოგანის ან რეკლამის საჩვენებლად. შეჯიბრების ორგანიზატორი ან ფიფა დასჯის გუნდს, რომლის მოთამაშის ძირითად სავალდებულო ჩაცმულობაზე არის პოლიტიკური, რელიგიური და პირადი მოწოდებები, ან განცხადებები ან გამოსახულებები.

 საცვლები

მოთამაშეებმა არ უნდა გამოაჩინონ საცვლები, რომელზეც აღბეჭდილია პოლიტიკური, რელიგიური, პირადი მოწოდებები, განცხადებები ან გამოსახულებები, ან რეკლამა, მწარმოებლის ლოგოტიპის გარდა.

მოთამაშე / მოთამაშის გუნდი, რომლებიც გამოაჩენენ საცვლებს, რომელზეც აღბეჭდილია პოლიტიკური, რელიგიური, პირადი მოწოდებები, განცხადებები ან გამოსახულებები, ან რეკლამა, მწარმოებლის ლოგოტიპის გარდა, დაისჯებიან შეჯიბრების ორგანიზატორის ან ფიფა-ს მიერ.

 

იმპლემენტაცია

 საერთაშორისო საბჭოს ამ წლის სხდომის გადაწყვეტილებები თამაშის წესებთან დაკავშირებით კონფედერაციების და წევრი  ასოციაციებისთვის სავალდებულოა 2014 წლის 1    ივნისიდან. თუმცა, კონფედერაციებს ან ასოციაციებს, რომელთა მიმდინარე სეზონი არ არის დამთავრებული 1 ივნისისთვის,  შეუძლიათ გადადონ თამაშის წესებში მიღებული      ცვლილებების შემოღება საკუთარ შეჯიბრებებში ახალი სეზონის დასაწყისისთვის.