სიახლეები

საქართველო – შოტლანდია

გაუზიარე

 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამთავრდა 2009–2011 წლების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და შოტლანდიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის. მეტოქეთა პირველი შეხვედრა შარშან, გლაზგოში შოტლანდიელებმა მოიგეს 3:1.

 

დღეს კი, მასპინზლებმა პირველ ტაიმში არაფერი დაუთმეს მეტოქეს და მეცხრამეტე წუთზე ლელა ჭიჭინაძემოსტატური დარტყმით გახსნა ანგარიში.

აქტიურად თამაშობდნენ გოლის ავტორი და ნაკრების კაპიტანი ტატიანა მატვეევა. საიმედოდ იდგა კარშინინო ჭკუასელი. და მაინც, ტაიმზე დამატებული საკომპესაციო დროის ბოლო წამებზე სტუმართა მცველმაჯენიფერ ბოტმა ანგარიში გაათანაბრა 1:1.

 

მეორე ტაიმში თავი იჩინა შოტლანდიელთა ფიზიკურმა უპირატესობამ და გამოცდილებამ. 49–ე წუთზე რეიჩელ კორსმა სტუმრები დააწინაურა. მასპინზელთა კარში მესამე გოლი კი ლეინ როსმა გაიტანა. 1:3 ასეთია მატჩის საბოლოო შედეგი.

 

1 აპრილს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები დანიას უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.