სიახლეები

შოტლანდიელებთან მატჩის წინ

გაუზიარე

 2009–2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების წინ, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი დღეს სასტუმრო "თორში" დაბინავდა.

 

მამუკა სვანაძე – ნაკრების მთავარი მწვრთნელი: თექვსმეტი ფეხბურთელი გვყავს შეკრებაზე. დღეს და ხვალ ნახევარმცველები ტატიანა მატვეევა და ხატია ჭყონია, თავდამსხმელი გულნარა გაბელია შემოგვიერთდებიან, ისინი თურქეთსა და ყაზახეთის კლუბებში თამაშობენ.

 

ჩვენი ძალების ბოლო გამოცდა აზერბაიჯანელებთან შეხვედრები იყო. მეორე მატჩი ნახევარდაცვიდან ლელა ჭიჭინაძე თავდასხმაში გადავიყვანეთ და გაგვიმართლა კიდეც – ლელამ სამი გოლი გაიტანა.

 

შარშან, შოტლანდიელებთან 1–3 წავაგეთ, თუმცა თამაში მართლაც ტანაბარი იყო, მაგრამ ზალზედ არაობიექტურნი იყვნენ თურქი მსაჯები.

 

ახლა რევანშისთვის ვემზადებით: დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ "ნორჩი დინამოელი"–სა და საგურამოს ბაზაზე.

 

ნაკრების საბოლოო შემადგენლობას კი 25 მარტ გამოვაცხადებთ.

 

ლელა ჭიჭინაძე – ფეხბურთის თამაში კოჯორში დავიწყე და ხუთი წლის წინ, როცა 16 წლის ვიყავი, ნაკრებში  თავდასხმაშიც არ გამჭირვებია. არც შოტლანდიელებთან და არც სხვა გუნდებთან თავს არ დავზოგავ.

 

ნინო სორდია – ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: თუმცა ოთხივე გასვლითი მატჩი წავაგეთ, იმედი მაინც არ დაგვიკარგავს, ფეხბურტში ხომ ყველაფერი ხდება. ამიტომ, ვთხოვთ თბილისელ ფეხბურთის მოყვარულებს, რომ 27

 

მარტს მობრძანდნენ მიხეილ მესხის სტადიონზე და თავიანთი მხარდაჭერით გაამხნეონ ჩვენი ფეხბურთელები.

 

საქართველოს და შოტლანდიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების მატჩი 27 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. შესვლა – თავისუფალია.