სიახლეები

გოგონებიც ემზადებიან

გაუზიარე

 გუშინ, რუსთავის "ფოლადი"–ს სტადიონზე საქართველოს ქალ ფეხბუთელთა ეროვნულმა ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი მამუკა სვანაძე, მწვრთნელი გერონტი ნაჭყებია) ამხანაგური მატჩი გამართა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებთან.

 

შეხვედრა, რომელიც ფრედ 0–0 დამთავრდა დაძაბული და მეტად საინტერესო იყო.

 

ჩვენს ნაკრებს 4  წამყვანი ფეხბურთელი აკლდა: ტატა მატვეევა, ხატია ჭყონია,ქრისტინე შადობა, გულნარა გაბელია და ანა პოღოსიანი, რომლებიც თურქეთისა და ყაზახეთის კლუბებში თამაშობენ

 

მეტოქეები ხვალ ისევ რუსთავში ითამაშებენ და შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

 

აღნიშნული ორივე მატჩი ერთგვარი მოსამზადებელი  ეტაპია 2009–2011 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ რომელსაც საქართველოს ნაკრები თბილისში გამართავს აღნიშნა საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ.

 

აქვე გაცნობებთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების განრიგსაც:

 

27 მარტი საქართველო – შოტლანდია

1 აპრილი საქართველო – დანია

15 აპრილი საქართველო –საბერძნეთი

21 აგვისტო საქართველო – ბულგარეთი