სიახლეები

ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი ლიტვასთან მოგები

გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ლიტვაში, მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი ჩაატარა და მასპინძელთა გუნდს 4:3 სძლია.

მართალია, ქართველი გოგონები 0:2 აგებდნენ, მაგრამ ძალების მობილიზება მოახერხეს და საბოლოოდ, მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს.

თეიმურაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა. ჯერ ნინო პასიკაშვილმა გაიტანა; შვიდ წუთში კი, ხატია ჭყონიამ ჩვენი გუნდის ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში, ჩვენები გუნდის კაპიტანმა - ტატიანა მატვეევამ დააწინაურა. გამარჯვების გოლი კი, ლიტველმა კუნიკაიტემ "გვაჩუქა" და ასე მოვიპოვეთ პირველი სამი ქულა.

4 აპრილი, 2013. ვილნიუსი. სტადიონი „ვეტრა“

საქართველო - ლიტვა 4:3 (2:2)

საქართველო: ჭკუასელი, სუთიძე, პასიკაშვილი (ჩემინავა 90+2), ქველიძე, მალიძე, თოდაძე, მატვეევა (კაპ), ჭიჭინაძე (ბაქრაძე 73), ჭყონია, ტატუაშვილი, სხირტლაძე

მთ.მწვრთნელი - თეიმურაზ სვანაძე

ლიტვა: კასელიტე, გუსტილე (ველიჩკაიტე 89), ნევერდაუსკაიტე, პარტიკაიტე, ბუდრიტე, ვანაგაიტე, ბლოჟიტე, კიბირკრშტისი (მაჟუკელიტე 65), იმანალიევა, კუნიკაიტე, ვაიჩულაიტე

მთ.მწვრთნელი - რიმანტას ვიქტორავიჩუსი

გოლები: ვანაგაიტე (9), ბლოჟიტე (17), პასიკაშვილი (32), ჭყონია (39), მატვეევა (60), მაჟუკელიტე (82), კუნიკაიტე (საკ. კარში 85)

გაფრთხილება: ბლოჟიტე, პარტიკაიტე, მატვეევა

მსაჯი: პალომა კუინტერო საილესი (ესპანეთი)

ჩვენი ჯგუფის პირველი შეხვედრა მონტენეგროსა და ფარერების ნაკრებებს შორის ფრედ - 3:3 დასრულდა. ასე რომ, პირველი სათამაშო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გოგონები ორი დღის შემდეგ, 6 აპრილს გამართავენ და მათი მეტოქე მონტენეგრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის შემდეგ რაუნდში. საქართველოს ნაკრების კარგი დასაწყისიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს ამის გაკეთების რეალური ძალა შესწევს.

სფფ-ის პრესსამსახური