სიახლეები

ქალთა ნაკრებმა რიხით დაწყებული მარცხით დაასრულა

გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ლიტვაში გამართული მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპი ვერ გადალახა.

ჩვენმა ნაკრებმა შესარჩევი ლიტვასთან გამარჯვებით დაიწყო - 4:3. შემდეგ, მეორე შეხვედრა მონტენეგროსთან დათმო - 0:2. ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩში, როცა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავდიოდით ჯგუფიდან, ქართველმა გოგონებმა ფარერების ნაკრებთან წააგეს 1:2 და ამგვარად, ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს.

არადა, შესარჩევი ციკლი ისე კარგად დავიწყეთ, რომ ეჭვი თითქმის არ გვეპარებოდა, ჯგუფიდან გამსვლელ ორ გუნდს შორის აუცილებლად ვიქნებოდით.

გადამწყვეტ მატჩში, უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა და მეტოქის კარს გამუდმებით უტევდა. თუმცა, პირველი გოლი ჩვენს კარში მივიღეთ. მეორე ტაიმი ორი წუთის დაწყებული იყო, როცა ლელა ჭიჭინაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა; მაგრამ სამწუხაროდ, მეორე გოლის გატანის ნაცვლად, გავუშვით და ამით ყოველგვარი შანსი დავკარგეთ.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში ხვალ, გამთენიას დაბრუნდება.

სფფ-ის პრესსამსახური