სიახლეები

საკონტროლო მატჩი რუსთავში

გაუზიარე

 დღეს "ფოლადი"–ს სტადიონზე გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების მეორე ამხანაგური მატჩი, რომელიც მოიგეს მასპინძლებმა 3–1

 

ანგარიში მეჩვიდმეტე წუთზე გახსნა ლელა ჭიჭინაძემ, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისშივე კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

 

სტუმრებმა მატჩის ბოლოს შესძლეს საპასუხო გოლის გატანა, მაგრამ ლელა ჭიჭინაძემ  ოთხმოცდამეშვიდე წუთზე მესამედ აიღო სტუმართა კარი.

 

ორი დღის წინ "ფოლადი"–ს  სტადიონზე ამ გუნდების პირველი შეხვედრა 0 – 0 დამთავრდა.