სიახლეები

23-კაციანი შემადგენლობა სეზონის მეოთხე ოფიციალურ მატჩში

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები სეზონის მეოთხე ოფიციალურშეხვედრასთბილისში ჩაატარებს. თემურ ქეცბაიას გუნდი 14 ნოემბერს,პოლონეთისეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ქვეყნის პირველი გუნდისაწვრთნელშეკრებას 10 ნოემბრიდან ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაივლის.ნაკრებისმთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელიგამოიძახა. მეკარეები:  გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე(„ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“, თბილისი)
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია  („სპარტაკი“,ცხინვალი), სოლომონ კვერკველია(„რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა დვალი („სკონტო“,ლატვია), ლევან კაკუბავა („სამტრედია“)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“,ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი) მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია (ყველა „დინამო“, თბილისი), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი („ფლამურტარი“,ალბანეთი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა დაპოლონეთს შორის, „დინამო არენაზე“ 14 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება.მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი კი 5,7,10 და 15 ლარი იქნება.

მედიაორგანიზაციებმა, აკრედიტაციების მისაღებად, 11 ნოემბრის 18 საათამდე,  სფფ-ის პრესსამსახურის სახელზე დაწერილი განაცხადი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :[email protected] - და მიუთითოთ მატჩზე მომუშავე ჟურნალისტების სახელი, გვარი და სამუშაო პოზიცია.

სფფ-ის პრესსამსახური