სიახლეები

უმაღლესი ლიგა - მე-12 ტურის ანონსი

გაუზიარე
6, 7 და 8 ნოემბერს, უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის პირველი ოთხი მატჩი გაიმართება, სხვა დანარჩენი კი, 7-8 ნოემბერსაა ჩანიშნული. ცენტრალურ დაპირისპირებას ზესტაფონი უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი „ზესტაფონი“ „სპარტაკს“ უმასპინძლებს. გასულ ტურში მარგველებმა ნავსი გატეხეს და ექვს ტურიანი შესვენების შემდეგ პირველად მოიგეს, მიუხედავად ცუდი სტარტისა ისინი გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებიან და სწორედ ამიტომაა გულშემატკივართა ყურადღება ამ შეხვედრისკენ მიმართული. თავისმხრივ, მე-11 ტურში ცხინვალელებმაც იმარჯვეს და გასვლით მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან. მოკლედ, ყველა წინაპირობა არსებობს იმისა, რომ გუნდებმა გულშემატკივრებს საინტერესო სანახაობა შესთავაზონ. სანახაობრივი უნდა გამოდგეს თბილისში გასამართი შეხვედრაც, „დინამო არენა“ დინამოელთა დაპირისპირებას უმასპინძლებს, სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დინამოების დაპირისპირება ტრადიციულად უხვგოლიანი და კარგი საყურებელია. ბოლო დროს მოყოჩაღებული „ზუგდიდი“ კი, სახლში შესანიშნავად მოასპარეზე „ჩიხურას“ ესტუმრება, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში საჩხერლები შინ დაუმარცხებელნი არიან.  ამ ფაქტორის გათვალისწინებით ბესიკ შეროზიას გუნდს წინ საკმაოდ მძიმე ბრძოლა ელის, მაგრამ ის ფაქტია, რომ უბრძოლველად დანებებას არც ისინი აპირებენ. 


„ჩიხურა“ საჩხერე - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 

6 ნომებერი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 14:00

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, გ.ჩიგოგიძე, დ.კვეტენაძე, ბ.ნინუა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ვალიკო ტყემამაძე, ირაკლი ეხვაია (ორივე „ზუგდიდი“) 


„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სპარტაკი“ ცხინვალი  

6 ნოემბერი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 14:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, ზვ.ერქვანია, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)


„სიონი“ ბოლნისი - „ტორპედო“ ქუთაისი

6 ნოემბერი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 14:00 

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ლ.ვარამიშვილი, ზ.ბერულავა, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

დიკსვალიფიკაცია: თენგიზ ჩიკვილაძე („ტორპედო“)


„დინამო“ თბილისი - „დინამო“ ბათუმი 

6 ნოემბერი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00 

მსაჯები: ი.კვირიკაშვილი, ზ.ფიფია, ი.კაკაბაძე, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ნიკა ჭანტურია („დინამო“ თბილისი)


„სამტრედია“ სამტრედია - „გურია“ ლანჩხუთი 

7 ნოემბერი, სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“, 14:00 

მსაჯები: ჯ.ხორავა, ხ.ჭიჭინაძე, ა.კოკაია, ზვ.ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დავით მეგრელიშვილი, გიგა ჭეიშვილი (ორივე „გურია“)


„კოლხეთი“ ფოთი - „დილა“ გორი 

7 ნოემბერი, ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე, 14:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ს.სპიცინი, ა.კრიჭაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.კიკაჩეიშვილი (2 დამ.ასისტენტი), ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ალქესანდრე კვახაძე, ლუკა რაზმაძე (ორივე „დილა“)


„მეტალურგი“ რუსთავი - „მერანი“ მარტვილი 

8 ნოემბერი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00

მსაჯები: დ.სანოძე, ი.მაჩიტიძე, დ.გაბისონია, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)


„შუქურა“ ქობულეთი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი 

8 ნოემბერი, ქობულეთი, „ჩელე არენა“ 14:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.თოდრია, გ.ელიკაშვილი, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლაშა კალანდაძე, ლევან კუტალია (ორივე „შუქურა“)

სფფ-ს პრესსამსახური