სიახლეები

საქართველო vs პოლონეთი - ბილეთების გაყიდვა 10 ნოემბრიდან დაიწყება

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში, 14 ნოემბერს „ჯვაროსნები“ პოლონეთის ეროვნულ გუნდს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას ორშაბათს, 10 ნოემბერს დაიწყებს. თემურ ქეცბაია პირველ ვარჯიშს ამავე საღამოს, 19:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ჩაატარებს. ნაკრების წევრების დიდი ნაწილი ვარჯიშზე იქნება. გამონაკლისი იქნებიან ის ფეხბურთელები, რომელთაც კვირა საღამოს კლუბებში თამაშები აქვთ. მედიისთვის ვარჯიში ღია იქნება.

 

გულშემატკივართა საყურადღებოდ!

საქართველო vs პოლონეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება ორშაბათს, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათიდან, „დინამო არენასა“ და „მიხეილ მესხის“ სტადიონების სალაროებში.

სალაროები იმუშავებს ყოველდღე, 11-დან საღამოს 18:00 საათამდე.

მატჩის დღეს, 14 ნოემბერს ბილეთები გაიყიდება მხოლოდ „დინამო არენას“ სალაროებში.

ფასი: 5, 7, 10 და 15 ლარი

 

სფფ-ის პრესსამსახური