სიახლეები

ცვლილებები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში

გაუზიარე

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში "დინამო" თბილისის წევრმა ირაკლი ძარიამ ტრავმა მიიღო და პოლონეთთან მატჩისთვის შემადგენლობის მიღმა აღმოჩნდა. მას ბერძნული "ოფის" წევრი გიორგი მერებაშვილი შეცვლის. გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება საჩხერის "ჩიხურას" მეკარე მაქსიმე ქვილითაია. "ოთელოსის" წევრი როინ კვასხვაძე მამის გარდაცვალების გამო სავარჯიშო პროცესის გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უთანაგრძნობს სპორტსმენს და მის ოჯახს. 

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:  გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ
კვასხვაძე(„ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“,თბილისი), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“, საჩხერე)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე
(„ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია  („სპარტაკი“,ცხინვალი), სოლომონ
კვერკველია(„რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა
დვალი („სკონტო“,ლატვია), ლევან კაკუბავა („სამტრედია“)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე
(„ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), თორნიკე
ოქრიაშვილი („გენკი“,ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი) მათე
ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა
„დინამო“, თბილისი), გიორგი მერებაშვილი („ოფი“, საბერძნეთი) ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი
(„ფლამურტარი“,ალბანეთი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)