სიახლეები

UEFA Under-19 European Championship - უეფას მოთხოვნები და სტანდარტები

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებსა და სტადიონებს უეფას არაერთი მოთხოვნისა და სტანდარტის დაკმაყოფილება მოუწევთ.

მეტი სიცხადისთვის, განვმარტავთ ყველა დეტალს, თუ რას ითვალისწინებს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის რეგულაციები.

უეფას კომისია პირველ შემოწმებაზე საქართველოში 2015 წლის შემოდგომაზე ჩამოვა, ანუ ჩემპიონატამდე 20 თვით ადრე. მეორე ვიზიტი იქნება 8 თვით ადრე; ხოლო მესამე - საფინალო წილისყრის დროს.

● საჭირო ინფრასტრუქტურა - სასტუმროები

სასტუმროების შერჩევა ხდება უეფას პირველივე ვიზიტზე (20 თვით ადრე)

ორი სასტუმრო  - 132 ოთახით (გუნდები, უეფა, ოფიციალური პირები) - ოთხი გუნდი თითო სასტუმროში.

ერთი სასტუმრო - 30 ოთახით (მსაჯები)

(ოთახების ზუსტი რაოდენობა - რამდენი ორადგილიანი და რამდენი ერთადგილიანი ოთახია საჭირო, მოცემულია რეგულაციებში)

მგზავრობის მანძილი

სავარჯიშო მოედნები სასტუმროდან დაშორებული უნდა იყოს არაუმეტეს 15-30 წუთის სავალ გზაზე.

მანძილი სასტუმროდან სათამაშო სტადიონამდე უნდა იყოს არაუმეტეს 1 საათის სავალ გზაზე.

სტადიონები

სათამაშო - 4 ძირითადი და 1 სარეზერვო სტადიონი - უეფას მე-2 ან მე-3 კატეგორიის.

ჩემპიონატის მონაწილე რვა გუნდს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სავარჯიშო მოედანი.

უსაფრთხოების ზომებისა და ქალაქის გაფორმების ზუსტი მოთხოვნები გვეცოდინება უეფას პირველი ვიზიტის შემდეგ.

 

სფფ-ის პრესსამსახური