სიახლეები

ერთი დღე ელიტრაუნდამდე

გაუზიარე
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუშინ საღამოს ბოლო ვარჯიში გამართა დუისბურგში. გოჩა ტყებუჩავამ ფეხბურთელები საშუალოდ დატვირთა. ვარჯიშმა საკმაოდ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა. გუნდი ელიტრაუნდზე მთელი სერიოზულობით ფიქრობს. დილით კი, მწვრთნელებმა იმ ორი ფეხბურთელის ვინაობა დაასახელეს, ვისაც თბილისში დაბრუნება მოუხდა. გუნდთან ერთად ელიტრაუნდში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ერეკლე მალაზონია და თორნიკე მუზაშვილი.

ნაკრები ჰოლანდიაში დღეს დილით გაემგზავრება და საღამოს მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს გამართავს. 18 ფეხბურთელის სია კი, რომლებიც ელიტრაუნდში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ, ასეთია:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ ბულუხაძე („საბურთალო“), თორნიკე ჭურაძე („ზესტაფონი“)

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა „საბურთალო“), ვატო არველაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), აკაკი ყურაშვილი („დინამო“ თბილისი), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი), გიორგი გვასალია („ვიტ ჯორჯია“)

სფფ-ის პრესსამსახური 
დუისბურგი, გერმანია