სიახლეები

კვირკველიას სიმბოლური

გაუზიარე

რუსული პრემიერლიგის მორიგ ტურში ყაზანის რუბინმა ტულის არსენალს შინ 1:0 სძლია. ტრადიციულად, რუბინის ძირითადში იყო ქართველი ცენტრალური მცველი საბა კვირკველია და საკმაოდ კარგადაც ითამაშა, ერთ ეპიზოდში კი, სტანდარტულისას, კვირკველიამ რუბინი აშკარა გოლისგან იხსნა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების მცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა: "ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც შენს თამაშს და გარჯას დააფასებენ, სიმბოლურში მოხვედრაც, ცხადია, გახარებს, მაგრამ არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვისაც მთავარი გუნდის გამარჯვებაა"-განაცხადა საბა კვირკველიამ.

ამ მოგების შემდეგ რუბინის აქტივში 30 ქულაა და ყაზანელები მე-6 ადგილზე არიან, მათი მთავარი მიზანი კი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა. შეგახსენებთ, რომ რუბინში კვირკველიას გარდა კიდევ ერთი ქართველი, მამუკა კობახიძე თამაშობს.

პაატა ძნელაძე