სიახლეები

დვალიშვილმა გაიტანა... დუბლებში

გაუზიარე

ლადო დვალიშვილზე თითქოს ეროვნული გუნდის მიღმა დარჩენამ იმოქმედაო და, გუშინ დანიური ოდენსეს დუბლებში მატჩისას გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა კი ესბიერგთან 1:4 წააგო. დვალიშვილი, რომელიც ერთ დროს ოდენსეს ძირითადში სტაბილურად თამაშობდა, ახლა დუბლებშია და კახა ცხადაძემ რომ ამჯერად მისი გამოძახებისგან თავი შეიკავა, გასაკვირი არ უნდა იყოს. დვალიშვილი 90 წუთი არც ესბიერგთან ათამაშეს, მე-80 წუთზე შეცვალეს. საინტერესო და სამწუხაროა, რომ წლეულს ლადო დვალიშვილს ოდენსეს ძირითადში ერთხელაც არ უთამაშია. 

ლუკა თალაკვაძე