სიახლეები

გოგია პასის შემდეგ გააფრთხილეს

გაუზიარე

აკაკი გოგიამ, რომელსაც გერმანული პასპორტი აქვს და ერთ დროს ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატად ითვლებოდა, მესამე ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩში თავი საგოლე პასით გამოიჩინა და ყვითელი ბარათიც მიიღო. გოგია ჰალაშერის ღირსებას იცავს, ჩვენთვის კი იმად არის საინტერესო, რომ შესაძლოა, მალე ქართული პასპორტიც მიიღოს და ჩვენს ნაკრებს გამოადგეს. 
ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. აკაკი გოგიამ (იგი ჰალაშერამდე ვოლფსბურგის, აუგსბურგისა და სანქტ პაულის ღირსებას იცავდა) სამშაბათს კიკერსთან ითამაშა და მატჩის ბოლო წუთზე საგოლე პასი გააკეთა, მისმა გუნდმა კი ეს უპირატესობა მაინც ვერ შეინარჩუნა და დამატებული დროის ბოლო წუთზე საპასუხო გოლი მიიღო. 
სადღეისოდ აკაკი გოგიას მესამე ბუნდესლიგაში 26 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლთან ერთად ექვს გაფრთხილებასაც ითვლის. 

ლუკა თალაკვაძე