სიახლეები

კასრაძე სიმბოლურშია

გაუზიარე

აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბაქოურ დერბიში აზალმა ბაქის 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა აზალის ქართველმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ, რომელიც ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ლაშამ ჩვეულ პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა და გარდა იმისა, რომ უშუალო მოვალეობას თავი კარგად გაართვა, შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა. მატჩის შემდეგ აზალის თავკაცმა რაფიგ მირზოევმა შემდეგი განაცხადა: "ძალიან საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი გასიმოვს, გურბანოვს და კასრაძეს გამოვარჩევდი".

ამ მოგების შემდეგ აზალის აქტივში 28 ქულაა და მე-6 ადგილზეა. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, კასრაძეს და მის თანაგუნდელებს გავარდნა არ ემუქრებათ, თუმცა ევროსაგზურისთვის ბრძოლა პრაქტიკულად გამორიცხულია.

პაატა ძნელაძე