სიახლეები

ხუბუტია ვარჯიშს შაბათს დაიწყებს

გაუზიარე

ბერძნული კერკირას ქართველი მცველი აკაკი ხუბუტია ტრავმის შემდეგ ვარჯიშს შაბათს განაახლებს, თამაშს კი კიდევ ერთი კვირა ვერ შეძლებს. ხუბუტია ერთი კვირის წინ ვარჯიშისას დაშავდა, ის საზარდულის ტკვივილმა შეაწუხა და აქამდე მკურნალობს. აკაკი 22 თებერვალს პლატანიასთან შეხვედრის დროსაც დაშავდა, თუმცა ვარჯიში მალევე განაახლა და... ისევ ტრავმა.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ხუბუტია თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას საქართველოს ნაკრების უცვლელი წევრი იყო, ახლა კი კახა ცხადაძემ ის აღარ გამოიძახა. მისი კლუბი ბერძნულ სუპერლიგაში სადღეისოდ მე-8 ადგილზეა. 
 
ლუკა თალაკვაძე