სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენლები გულშემატკივრებს შეხვდნენ

სფფ
გაუზიარე

13 და 14 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გულშემატკივართან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები მარტვილსა ("მერანი" - "დინამო" ბთ) და ქუთაისში ("კოლხეთი" ფთ - "გურია") გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ. ისინი ოთხივე გუნდის გულშემატკივარს შეხვდნენ და მათთან სხვადასხვა თემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს ჩვენმა წარმომადგენლებმა ქომაგებს სიმბოლური საჩუქარები გადასცეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ეროვნულ ნაკრებს უახლოეს მატჩებში წარმატებები უსურვეს.

სფფ-ის პრესსამსახური