სიახლეები

გოგია მერვედ სიმბოლურში

გაუზიარე

მესამე ბუნდესლიგის ჰალაშერის შემტევი აკაკი გოგია ამ სეზონში უკვე მერვედ მოხვდა გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში. 

წინა უქმეებზე გოგიას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, თუმცა იმდენად მაღალ დონეზე ითამაშა, რომ ჰალაშერიდან საუკეთესოდ სწორედ იგი დაასახელეს. გოგია მატჩის ბოლო წუთზე შეცვალეს, მისმა გუნდმა კი კოტბუსი 3:1 დაამარცხა.  

აკაკი გოგიას დღეს გერმანული პასპორტი აქვს, თუმცა დღის წესრიგში უკვე აქტიურად დგას ამ ბიჭისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და, შესაბამისად, ეროვნულ გუნდში გამოძახების საკითხი. ამიტომაც არის ჩვენთვის საინტერესო ამ ფეხბურთელის გერმანული კარიერა. 
                                                             
ლუკა თალაკვაძე