სიახლეები

ბათუმის სტადიონს მშენებელს დღეს ჩააბარებენ

გაუზიარე

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იმ კომპანიის ვინაობა, რომელიც ბათუმის სტადიონს ააშენებს, დღეს გამოცხადდება. 

სასტუმრო "რედისონში" გუშინ გამართულ შეხვედრაზე კომპანიებმა სტადიონის მაკეტების პრეზენტაცია დაასრულეს და დღეს სატენდერო კომისიის პასუხიც გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონის პროექტი სამ ქართულ და ერთ პოლონური კომპანიას აქვს წარდგენილი. კონკურსში სულ 11 პროექტი მონაწილეობს. 

ბათუმში ზღვისპირა კოხტა სტადიონი დაახლოებით ათი წლის წინ დაანგრიეს და მას შემდეგ ქალაქი და ადგილობრივი დინამო უსტადიონოდ იყვნენ. გუნდი საშინაო მატჩებს ადრე ბათუმის გარეუბან ადელში ატარებდა, ახლა კი ქობულეთს სტუმრობს ხოლმე და უმაღლესი ლიგის თამაშებს `ჩელე არენაზე~ ატარებს. 

ბათუმში ახალი სტადიონის აშენებაზე ლაპარაკი რამდენიემ წლის წინ დაიწყო, თუმცა საქმე საქმეზე მხოლოდ ახლა მიდგა, ტერიტორიაც გამოინახა და დღეს უკვე მშენებელთა ვინაობას ველით... მშენებლობაც, ვიმედოვნოთ, დროულად დაიწყება და დამთავრდება. 

ლუკა თალაკვაძე