სიახლეები

ბათუმის დინამოს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება და მეორე ადგილი

ეროვნული ლიგა
გაუზიარე
„სამტრედია“ სამტრედია  - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 3-0

გოლი: 19’, 60’ თორნიკე კაპანაძე, 90’ დავით კვირკველია (ორივე „სამტრედია“)

გაფრთხილება: 57’ ზურაბ ხიზანიშვილი („სამტრედია“)

მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა იმერული დერბი. შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და ასევე გაგრძელდა, „ზესტაფონმა“ ცდას არ დააკლო, მაგრამ გამოცდილებამ თავისი ქნა და მასპინძლებმა დამაჯერებელი ანგარიშით, 3-0, გაიმარჯვეს. დუბლი თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა, ახალგაზრდა თავდამსხმელმა მე-19 და მე-60 წუთებზე გამოიჩინა თავი, მან ორივე შემთხვევაში პრაქტიკულად ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. შეხვედრის საბოლოო შედეგი 90-ე წუთზე სამტრედიელთა გამოცდილმა მცველმა დავით კვირკველიამ დააფიქსირა. ეს გამარჯვება ზაზა ზამთარაძის შეგირდებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მითუმეტეს, რომ მათმა უშუალო კონკურენტმა „ცხინვალმა“ ქულები დაკარგა და ისინი მეოთხე ადგილს დაუბრუნდნენ.


„გურია“ ლანჩხუთი - „დილა“ გორი 0-0

გაფრთხილება: 43’ დავით ხურცილავა („დილა“), 45’ კობა შალამბერიძე, 54’ გიგა ჭეიშვილი, 74’ თორნიკე მოსიაშვილი (სამივე „გურია“), 90’ ირაკლი მოდებაძე („დილა“)

ძალიან საჭირო ქულები დაკარგა გორის „დილამ“, ქართლელები ლანჩხუთს ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 0-0 ითამაშეს. მათი ამ წაფორთხილებით ბათუმის „დინამომ“ ისარგებლა და მეორე ადგილს სწორედ აჭარლები იკავებენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში მომენტების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვან ვერცერთმა გუნდა შეძლო და შეხვედრაც ნულოვანი ფრით დასრულდა.



„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „მერანი“ მარტვილი 3-0

გოლი: 35’ ლაშა ღონღაძე, 37’ შოთა ლომია, 44’ ლევამ წურწუმია (სამივე „ზუგდიდი“)

გაფრთხილება: 57’ საბა ლომია, 58’ ვაჟა ქიქავა (ორივე „მერანი“)

მეგრულ დერბიში დამაჯერებლად იმარჯვა ზუგდიდის „ზუგდიდმა“, რომელმაც „მერანს“ უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა მეტოქეს. შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დერბისთან ერთად კიდევ დამატებით ინტრიგას იწვევდა. ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა, ლაშა ღონღაძემ კუთხურის შემდეგ შეაგდო. მასპინძლები ამაზე არ გაჩერებულან და ტაიმის ბოლომდე კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხეს. 37-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით შოთა ლომიამ ისარგებლა და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო განამტკიცა. 44-ე წუთზე კი, ლევან წურწუმიამ ზუგდიდელთა სწრაფი შეტევა დააგვირგვინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 



„ტორპედო“ ქუთაისი - „ცხინვალი“ ცხინვალი 2-0

გოლი: 28’ ირაკლი კლიმიაშვილი, 34’ ბექა ტუღუში (პენ.) (ორივე „ტორპედო“)

გაფრთხილება: 32’ გიორგი კაჭკაჭიშვილი („ცხინვალი“), 69’ შოთა ბაბუნაშვილი, 87’ დავით კირკიტაძე (ორივე „ტორპედო“)

გაძევება: 63’ ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“)

როგორც ჩანს ქუთათურებმა საკუთარი თამაში იპოვეს და ბოლო ორ ტურში ძალიან მნიშვნელოვანი თამაშების მოგებაც მოახერხეს, ეს ბუნებრივია მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა, დღევანდელი მდგომარეობით იმერლები მეცხრე ადგილს იკავებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს და გიორგი დარასელიას შეგირდებს მთავარი ბრძოლები წინ ელით. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამაშშუ გარდამტეხი სწორედ ის ოთხ წუთიანი მონაკვეთი გამოდგა, როდესაც ტორპედოელებმა მეტოქის კარი ორჯერ აიღეს. 28-ე წუთზე ანგარიში ირაკლი კლიმიაშვილმა გახსნა, ქუთაისელთა ნახევარმცველმა ულამაზესი გოლი გოლი გაიტანა, მან პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი მეტოქის კარში. ამ მომენტიდან ზუსტად ოთხ წუთში კი, ბექა ტუღუშმა, 11 მეტრიანი დარტყმა შეასრულა ზუსტად და საკუთარი გუნდის უპირატესობა უკვე დამაჯერებელი გახადა. დარჩენილ დროში სრულ უპირატესობას რიონისპირელები ფლობდნენ და თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა არც გასჭირვებიათ.



„დინამო“ ბათუმი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი 2-1

გოლი: 5 გიორგი ქავთარაძე („დინამო“), 55’ ელგუჯა ლობჟანიძე („ვიტ-ჯორჯია“), 74’  გიორგი ბერიაშვილი („დინამო“)

წარმატებულ სვლას განარგრძობს ბათუმის „დინამო“, აჭარლებმა უკვე ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და ამ ტურის შემდეგ მეორე ადგილზეც აღზევდნენ. მართალია ბათუმელებმა საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადაიტანეს, მაგრამ მათთვის მთავარი ისაა, რომ მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, გოლი გიორგი ქავთარაძის ანგარიშზეა. ამის შემდეგ უპირატესობას რა თქმა უნდა მასპინძლები დაეუფლნენ და ვიტელები ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევისას მოახერხეს მათ ანაგრიშის გათანაბრება, 55-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან ფაქტიურად პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელები უფრო გააქტიურდნენ და დიდი ძალებით შეუტიეს, რამაც შემდეგი 74-ე წუთზე გამოიღო, თავური დარტყმით გამარჯვების მომტანი გოლი გიორგი ბერიაშვილმა გაიტანა.



„დინამო“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი 2-0

გოლი: 17’, 25’ გიორგი ჩირგაძე („დინამო“)

გაფრთხილება: 64’ კონსტანტინე ხიზანეიშვილი („მეტალურგი“)

მოსალოდნელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის „დინამომ“. თბილისელებმა რუსთავის „მეტალურგს“ უმასპინძლეს და ორი უპასუხო გოლის წყალობიტ დაამარცხეს მეტოქე. ორივე გოლი გიორგი ჩირგაძის ანგარიშზეა, ფორვარდმა დუბლი მე-17 და 25-ე წუთებზე გაიფორმა. ამ გამარჯვებით დინამოელებმა პირველი ადგილი შეინარჩუნეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განარგძობენ.



„სიონი“ ბოლნისი - „შუქურა“ ქობულეთი 1-3

გოლი: 16’ დავით საჯაია („სიონი“), 32’ ლუის დორნელესი, 45’ პაულო მარტინსი, 48’ ადრიან პუკანიჩი (სამივე „შუქურა“)

გაფრთხილება: 14’ ალექსანდრე გურეშიძე, 60’ დათა სიჭინავა (ორივე „სიონი“)

გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ქობულეთელებმა მალევე მოახერხეს მობილიზება და ლეგიონერთა შესანიშნავი თამაშის წყალობით დამაჯერებლად, 1-3, დაამარცხეს ბოლნისის „სიონი“. ანგარიში ბოლნისელებმა გახსნეს, მე-16 წუთზე თავი დავით საჯაიამ გამოიჩინა. სტუმრებმა ტაიმის ბოლომდე გათანაბრებაც მოახერხეს და წინ გასვლაც. 32-ე წუთზე სადებიუტო გოლი ლუის დორნელესმა გაიტანა, 45-ეზე კი, საკუთარი გოლი პაულო მარტინსმაც შეაგდო. შეხვედრის საბოლოო ანაგრიში მეორე ტაიმის სტარტზევე დაფიქსირდა, ქობულეთელთა მხრიდან 48-ე წუთზე კიდევ ერთმა ლეგიონერმა ადრიან პუკანიჩმა გამოიჩინა თავი. 



„ჩიხურა“ საჩხერე - „კოლხეთი“ ფოთი 5-1 

გოლი: 27’, 84’ ლაშა კუჭუხიძე („ჩიხურა“), 37’ შოთა ჯიქია („კოლხეთი“), 81’ თორნიკე მუმლაძე, 89’ გია ჩადუნელი (ა.გ) („კოლხეთი“), 90’ მიხეილ სარდალიშვილი (პენ.) („ჩიხურა“)

დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა საჩხერის „ჩიხურამ“, იმერლებმა ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლეს და 5-1 დაამარცხეს მეტოქე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ოთხი გოლის გატანა მათ ბოლო ექვს წუთეულში შეძლეს. ანგარიში 27-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გახსნა, მაგრამ მასპინძლების სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც ათ წუთში წონასწორობა შოთა ჯიქიამ აღადგინა. შეხვედრაში მომდევნო გოლი 81-ე წუთზე გავიდა, „ჩიხურა“ თორნიკე მუმლაძემ დააწინაურა, 84-ე წუთზე კი, ლაშა კუჭუხიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და დუბლიც გაიფორმა. მატჩის დასასრულს „კოლხეთის“ კარის ბადე კიდევ ორჯერ შეირხა, 89-ე წუთზე ავტოგოლით გია ჩადუნელი გამოირჩა, 90-ეზე კი საპენალტო ნიშნულიდან ზუსტად მიხელ სარდალიშვილმა დაარტყა. 



აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„დინამო“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი
„ტორპედო“ ქუთაისი - „ცხინვალი“ ცხინვალი
„სამტრედია“ სამტრედია - „ზესტაფონი“ ზესტაფონი
„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „მერანი“ მარტვილი
„გურია“ ლანჩხუთი - „დილა“ გორი

ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.fczestafoni.ge,  www.fczugidi.ge, www.dinamobatumi.com, www.facebook.com/FCChikhura, www.facebook.com/საფეხბურთო-კლუბი-გურია-ლანჩხუთიfc-Guria-Lanchkhuti 

სფფ-ის პრესსამსახური