სიახლეები

ამისულაშვილმა გაიტანა, ლორიამ გამოიტანა

გაუზიარე

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 23-ტურში ბაქოს ინტერმა მოულოდნელად 1:2 წააგო შინ გაბალასთან. ინტერელთა ერთადერთი გოლი ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა, რომელმაც თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ინტერმა ბოლო წუთზე კიდევ ერთი გოლი გაუშვა და სეზონში მეორედ წააგო. 

ბერძნულმა ოფიმ კი მორიგი მატჩი წააგო, ამჯერად შინ პანთრაკიკოსთან _ 0:1. მასპინძელთა ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ თავისიანები კვლავაც არაერთხელ იხსნა და რომ არა მისი თავგამოდება, ოფი დიდი ანგარიშით მარცხს ვერ გადაურჩებოდა.