სიახლეები

გიორგი ჭანტურია: სტიაუამ, ჩემპიონთა ლიგა გვინდა და გვჭირდებიო

გაუზიარე

რუმინეთში წერენ, რომ ბუქარესტის სტიაუა გიორგი ჭანტურიათია დაინტერესებული. გიორგისთან ინტერვიუ ორი დღის წინ შემოგთავაზეთ და მან დაგვიდასტურა, რომ წლეულს, 31 ივნისს ეწურება კლუჟთან კონტრაქტი, წინასწარი შეთანხმება კი იტალიურ ვერონასთან აქვს. თუმცა, შესაძლოა, ვერონამ ჭანტურია ისევ გაანათხოვროს. 

ჭანტურიას გუშინ სტიაუას თაობაზე შევეხმიანეთ და ეს გვითხრა: 

"დიახ, სტიაუადან დამირეკეს. ვისაუბრეთ. მითხრეს, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვაპირებთ და ზაფხულში შენ გადაყვანას ვგეგმავთ, ძალიან გვჭირდებიო. საინტერესო წინადადებაა. ასე რომ, დაველოდოთ".   

აი, რას წერს რუმინული ფანატიკ-ი: 

"სტიაუას პრეზიდენტი ჯიჯი ბეკალი სეზონის ბოლომდე წინასწარი კონტრაქტის საფასურად, ყოველთვიურად 10 000 დოლარის გადახდას აპირებს ჭანტურიასთვის. ჭანტურია 22 წლისაა, იდეალურად უხდება სტიაუას და საინტერესო ისტორია აქვს. ის 16 წლის გადავიდა ბარსელონაში და მალევე "ქართველი მესი" შეარქვეს. რუმინეთში შთამბეჭდავად თამაშობს, 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა". 

სტიაუა რომ რუმინეთის საუკეთესო კლუბია, ყველამ იცის. ბოლო ორი სეზონის ჩემპიონია და ახლაც პირველ ადგილზეა.     

ილია ნანობაშვილი