სიახლეები

საქართველო – უკრაინა: მეცხრე რვაში

გაუზიარე

უკვე გაუწყეთ, რომ საქართველოს ნაკრები ავსტრიულ ლინცში 8 ივნისს ამხანაგურ მატჩს უკრაინასთან გამართავს. ამ შეხვედრის ჩასატარებლად მოლაპარაკება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, გუშინ კი წარმატებით დამთავრდა. უკრაინასთან მატჩი ჩვენს ნაკრებს პოლონეთთან ევრო 2016-ის შეასარჩევი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოადგებათ. კახა ცხადაძის შეგირდები პოლონელებს 13 ივნისს ესტუმრებიან. უკრაინასთან მატჩის გარდა საქართველოს ნაკრები ლინცში ერთკვირიან შეკრებასაც გამართავს, რაც ახალდანიშნული მწვრთნელის გუნდს უთუოდ წაადგება. 

საინტერესოა, რომ საქართველოს უკრაინასთან რვა მატჩი აქვს ჩატარებული და არც ერთი მოგებული. ჩვენებისა და უკრაინელების პირველი მატჩი, რომელიც ამხანაგური იყო, კიევში 1998 წლის 19 აგვისტოს შედგა. უკრაინამ 4:0 მოიგო. ბოლო მატჩი კი ევროპის 2008 წლის შესარჩევი ციკლისა იყო, თბილისში შედგა და 1:1 დამთავრდა. ამ ორ შეხვედრას შორის კიდევ სამი ოფიციალური თამაში, საიდანაც ორი, ლვოვში და კიევში ისევ უკრაინამ 3:2 და 2:0 მოიგო, ერთი კი მიხეილ მესხზე ასევე 1:1 დამთავრდა. Kკიდევ სამი ამხანაგური მატჩიდან ორი მოიგო და ერთიც ფრედ დამთავრდა. მოკლედ, რვა თამაშიდან 5 უკრაინის სასარგებლოდ დამთავრდა, სამი ფრედ. ვნახოთ, ნავსი ეგებ 8 ივნისს გატყდეს...

ლუკა თალაკვაძე