სიახლეები

უეფას სუპერ თასის პრეზენტაცია

გაუზიარე


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქალაქის მერიისა და სახელმწიფოსერთობლივი მუშაობით, თბილისი უეფას სუპერ თასს სრულ მზადყოფნაში ხვდება. 

ქვეყნის ვიცე-პრემიერი - ცნობილი და ყველაზე ტიტულოვანი ქართველიფეხბურთელი კახა კალაძე ამ მოვლენას დიდ გამოწვევასა და ქართულიფეხბურთისთვის მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს. 

ქალაქის მერი - დავით ნარმანია კი, ამბობს, რომ თბილისისთვისსუპერთასის კვირეული და ყველა დაგეგმილი ღონისძიება ძალიან ბევრის მომცემი იქნებადა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. 

როგორც სფფ-ის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ მედიის წამრომადგენლებსგანუცხადა - "უეფას სუპერ თასის ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის ივნისშიდაიწყება. სავარაუდო თარიღი უცნობია, თუმცა წინა წლის გამოცდილებით ეს ივნისის შუარიცხვებში მოხდება."

აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი ევროპულსტანდარტებზე ბევრად დაბალი - 7, 15 და 30 ევროს ექვივალენტი ლარებში იქნება, რაცადგილობრივ გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცემს ასეთი რანგის მატჩზე მოხვდეს დადაესწროს ევროპული გრანდების მონაწილეობით წლის უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო მატჩს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამაყია, რომ უეფასგან ეს დიდი ნდობადაიმსახურა და სუპერთასი თბილისში ჩამოიტანა. სუპერთასის საორგანიზაციო ჯგუფიყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აგვისტოს რამდენიმე დღე და უშუალოდ სუპერთასისმატჩი დაუვიწყარი იყოს გულშემატკივრებისთვის.  

სფფ-ის პრესსამსახური