სიახლეები

პირველად - უეფას სუპერთასი თბილისში

გაუზიარე

უეფას სუპერთასი უკვე თბილისშია. 143 დღე რჩება მატჩამდე, სადაც ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულები შეხვდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ პრესტიჟული მატჩის მთავარი სიმბოლოს - თასის ოფიციალური პრეზენტაცია  - 20 მარტს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სფფ-ის ხელმძღვანელები, საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ქალაქ თბილისის მერი - დავით ნარმანია. სამწუხაროდ თბილისში უეფას სუპერ თასის ოფიციალური ელჩი, ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ქინქლაძე ობიექტური მიზეზების გამო ვერ დაესწრო აღნიშნულ ღონისძიებას.

პრესსკონფერენციამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ უეფას სუპერ თასის პრეზენტაციას დაესწრო ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი - კახა ცხადაძე.

 

სფფ-ის პრესსამსახური