სიახლეები

უმაღლესი ლიგა - 21-ე ტურის ანონსი

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

კვირას, 22 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, 21-ე ტურის, მატჩები გაიმართება. ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გასამართი დაპირისპირებაა მონათლული, სადაც ერთმანეთს ცხინვალის „ცხინვალი“ და ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდებინა. მოგეხსენებათ, რომ სეს გუნდები ერთმანეთის უშუალო კონკურენტებად ითვლებიან და სატურნირო ცხრილს თუ ჩავხედავთ ვნახავთ, რომ გუნდებს შორის სხვაობა ექვსი ქულაა. თანაც ცნობილია, რომ ორივე გუნდის მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა. აღნიშნულ შეხვედრაზე არანაკლებ დიდ ინტერესს იწვევს ქუთაისში გასამართი იმერული დერბი, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „ტორპედო“ და სამტრედიის „სამტრედია“ დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი კარგ სათამაშო ფორმაშია და თითოეულ მათგანს საკუთარი მიზანი აქვს დასახული, რომლის მისაღწევადაც ერთი ქულაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხედავთ დერბის დაძაბულობასთან ერთად, შეხვედრას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯახი გორში გაიმართება, იქ ერთმანეთს „დილა“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. გორელებმა მეორე წრე კარგად დაიწყეს, ერთი ტური ჩემპიონატსაც ლიდერობდნენ, მაგრამ ამის შემდეგ საჭირო ქულები დაკარგეს და ახლა მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. რაც შეეხებაც იმერლებს, ისინი მიმდინარე სეზონში არც თუ ისე დამაჯერებლად ასპარეზობენ, მაგრამ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ საჩხერლები ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშ გასაწევი ძალა არიან. იმედს ვიქონიებთ, რომ ტურის დარჩენილი შეხვედრებიც საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგება. 


„ცხინვალი“ ცხინვალი - „დინამო“ ბათუმი

22 მარტი, თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 15:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ზ.ბერულავა, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ნიკა კაჭარავა ("ცხინვალი")


„ტორპედო“ ქუთაისი - „სამტრედია“ სამტრედია 

22 მარტი, ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით, 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრია, გ.ელიკაშვილი, ვ.ბასილაია (სათადარიგო)


„დილა“ გორი - „ჩიხურა“ საჩხერე 

22 მარტი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 15:00

მსაჯები: ი.კვირიკაშვილი, ზვ.ერქვანია, დ.კურტანიძე, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე ("დილა")


„შუქურა“ ქობულეთი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი

22 მარტი, ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, ლ.ვარამიშვილი, ფ.ჭაავა, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)


„კოლხეთი“ ფოთი - „დინამო“ თბილისი 

22 მარტი, ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 15:00

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ი.უკლება, დ.გაბისონია, ბ.ნინუა (1 დამ.ასისტენტი), შ.ქუხილავა (2 დამ. ასისტენტი), ი.ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლევან კაკულია ("კოლხეთი")


„მერანი“ მარტვილი - „გურია“ ლანჩხუთი 

22 მარტი, მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა, 15:00

მსაჯები: გ.დოგრაშვილი, ი.კაკაბაძე, დ.კვეტენაძე, ზვ.ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ვაჟა ქიქავა ("მერანი")


„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი

22 მარტი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 15:00

მსაჯები: დ.სანოძე, ზ.მენთეშაშვილი, ს.სპიცინი, ი.მაჩიტიძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ბადრი დემეტრაშვილი ("ვიტ-ჯორჯია")


„მეტალურგი“ რუსთავი - „სიონი“ ბოლნისი 

22 მარტი, რუსთავი, "ფოლადი", 15:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ზ.ფიფია, ზ.ასკაროღლი, გ.ვარდიაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გიორგი მიქაბერიძე ("სიონი")


სფფ-ს პრესსამსახური