სიახლეები

19-წლამდელების მორიგი შეკრება - გუნდი ბელეკში გაემგზავრა

გაუზიარე

მორიგი საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა. გიორგი დევდარიანი და მისი „რაზმი“ დღეს, გამთენიას თურქეთში, ბელეკში გაემგზავრა. 19-წლამდე ნაკრები სპეციალური მოსამზადებელი გეგმის მიხედვით, მაისში გასამართი ელიტრაუნდისთვის ემზადება. თურქული შეკრების ფარგლებში, ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ითამაშებს პოლონეთის 19-წლამდე ნაკრებთან.

გიორგი დევდარიანმა თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე „საბურთალო“)

მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა „საბურთალო“), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), ლუკა ნოზაძე („მეტალურგი“, რუსთავი), გიორგი თევზაძე („სამტრედია“), გიორგი დუმბაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: გიორგი კილასონია („მეტალურგი“, რუსთავი), ლადო მოხევიშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ცოტნე მესხი („შუქურა“, ქობულეთი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), დემურ ჩიხლაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: ილია კერძევაძე („სამტრედია“), გიორგი ბერიძე, მათე კვირკვია (ორივე „ზესტაფონი“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ბექა ჭკუასელი („დინამო“ ბათუმი)

ნაკრებს თურქეთში შეუერთდება ლადო მოხევიშვილი. ლუკა ზარანდია და რომან ჭანტურია კი, შეკრებაზე ტრავმების გამო არ იქნებიან.

პოლონეთის 19-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩები 28 და 30 მარტს გაიმართება.

 

სფფ-ის პრესსამსახური