სიახლეები

ჯანო და საბა ისევ სასტარტოში

გაუზიარე

შაბათს რუსეთის პრემიერლიგაში ორივე `ქართულმა~ გუნდმა მოიგო – ჯანო ანანიძის სპარტაკმა მოსკოვურ დერბიში სტუმრად ტორპედო 1:0 დაამარცხა, საბა კვირკველიასა და მამუკა კობახიძის რუბინმა კი როსტოვს უმასპინძლა და 2:0 სძლია.

ანანიძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 86-ე წუთამდე იყო. საგოლე კომბინაციაში მას მონაწილეობა არ მიუღია. ჯანო `ჩემპიონატ.რუმ~ 6,5-ით შეაფასა. ზოგმა სპარტაკელმა ამაზე მაღალი ქულა მიიღო, ზოგმაც – ნაკლები. კვირკველიას კი 7-იანი დაუწერეს, რაც რუბინის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაა.
16-გუნდიან პრემიერლიგაში რუბინი სადღეისოდ მეოთხე ადგილზეა, სპარტაკი კი – მეექვსეზე.

ლევან ჯანეზაშვილი