სიახლეები

პაოკი ქეცბაიას განიხილავს

გაუზიარე

სალონიკის პაოკის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად თემურ ქეცბაია განიხილება. ამ ინფორმაციას ბერძნული პრესა ავრცელებს. პაოკის ხელმძღვანელობამ ორი კვირის წინ გაათავისუფლა ანგელოს ანასტასიადისი და დროებით მწვრთნელად გეორგიოს გეორგიადისი დანიშნა. 

პაოკის პრეზიდენტი რუსი ბიზნესმენი ივან სავიდი გახლავთ, რომელიც ქეცბაიას იცნობს. გუნდი მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან პანათინაიკოსს 4 ქულით, ხოლო ლიდერ ოლიმპიაკოსს 13 ქულით ჩამორჩება. 

თავად ქეცბაიამ განაცხადა, რომ აჩქარება არ სურს და ურჩევნია, ზაფხულამდე მოიცადოს, მითუმეტეს, რომ ბერძნულ კლუბებს ხშირად ექმნებათ ფინანსური პრობლემები. 

ილია ნანობაშვილი