სიახლეები

ქართველი მცველი პოლონურ არკაში

გაუზიარე

პოლონური პირველი ლიგის (რანგით კი მეორე) მეშვიდეადგილოსან გდინიას არკაში ქართველი მცველი გამოჩნდა: 21 წლის ოთარ ჯავაშვილი. ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა, იქ გააგრძელოს კარიერა. 

ჯავაშვილი მარცხენაფლანგელია, თამაშობს მცველადაც და ნახევარმცველადაც. ის თბილისის ვიტ ჯორჯიაში გამოდიოდა, 2013 წელს კი ზუგდიდში გადავიდა და მეტწილად სასტარტოს ფეხბურთელი გახლდათ.